ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებულია
ნანა ძაგნიძე ევროპის საკლუბო თასის გამარჯვებულია
23.12.2020
ავტორი: თ.ჯ.

ქალ მოჭადრაკეთა საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც 2020 წლის მიწურულს, 19-22 დეკემბერს გამართა მორიგ წარმატებას მიაღწია. ქართველი მოჭადრაკე ქალი, ონლაინ ტურნირში, რომელიც კორონა ვირუსის პანდემიის გამო ჩატარდა ასეთ ფორმატში, მონაკოს საჭადრაკო კლუბის 'Cercle d'Echecs de Monte-Carlo' შემადგენლობაში იყო.


„როგორც იცით, წინა წლებში ბათუმის „ნონას" შემადგენლობაში ვთამაშობდი, მაგრამ რადგან ეს ტურნირი ჩატარდა ონლაინ ფორმატით, ბათუმის გუნდმა აღარ მიიღო მონაწილეობა. მონაკოს გუნდის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, ამ გუნდში წლების წინაც ვთამაშობდი და „მონტე-კარლოსთან" ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიე. საინტერესო შეჯიბრი გამოვიდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 42 კლუბი, შეიძლება ითქვას რეკორდული რაოდენობა. ჯერ გავიარეთ შესარჩევი ეტაპი, რის შემდეგაც ჯგუფებიდან შეირჩა ევროპის 10 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც ითამაშეს ფინალური ეტაპი. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. გადამწყვეტ მატჩებში ჩემი გუნდისთვის ქულები მომქონდა, რაც გუნდურ შეჯიბრში ორმაგად მნიშვნელოვანია", - ამბობს ნანა ძაგნიძე.


ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობდა. ნანა ძაგნიძის საჭადრაკო კლუბმა 14 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო. რაც შეეხება ქართველ მოჭადრაკეს, ძაგნიძემ ტიტულოვანი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული „მონტე-კარლოს" წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და 14 შესაძლებლობიდან 9 ქულა მოიპოვა.