ქვიშის ხელბურთი ევროპული თამაშების კალენდარში შედის

24.12.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
მესამე ევროპულ თამაშებზე, რომელი 2023 წელს გაიმართება, ქვიშის ხელბურთის დებიუტი შედგება. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნილს ნიგარდმა და ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაელ ვიდერერმა ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანხმებას 2023 წლის თამაშების პროგრამაში ქვიშის ხელბურთის შეტანასთან დაკავშირებით.
ნილს ნიგარდის განცხადებით, პროგრამაში ახალი სახეობების ჩართვით, EOC ევროპის საუკეთესო ათლეტებს 2023 წლის ზაფხულის თამაშებზე მრავალფეროვნებას და სიახლეებს სთავაზობს.
ფოტო: ©️eusa.eu





ჩვენ








