მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს 19-25 აპრილს ვარშავა უმასპინძლებს
მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს 19-25 აპრილს ვარშავა უმასპინძლებს
26.12.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) 2021 წლის მნიშვნელოვან შეჯიბრებათა ჩატარების ვადებს გადახედა, მათ შორის - ოლიმპიურ საკვალიფიკაციო და სარეიტინგო ტურნირების, ასევე კონტინენტური ჩემპიონატების ვადებს.


მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო, UWW-მ ევროპის ჩემპიონატის და კონტინენტური ოლიმპიური შესარჩევი ტურნირების სხვადასხვა ადგილზე ჩატარება გადაწყვიტა. ევროპის ჩემპიონატს 19-25 აპრილს ვარშავა მიიღებს, ხოლო ევროპის შესარჩევ ტურნირს 18-21 მარტს ბუდაპეშტი უმასპინძლებს. მოჭიდავეებს ტოკიოს ოლიმპიური საგზურების დაუფლების ბოლო შანსი სოფიაში - 6-9 მაისს ექნებათ.


რაც შეეხება Poland Open-ს სარეიტინგო ტურნირს, ის 8-13 ივნისს გაიმართება, როგორც ეს აქამდე  იყო დაგეგმილი.


როგორც UWW აცხადებს, ეპიდემიოლოგიური და სანიტარული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, უკვე შედგენილ კალენდარში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ.