
ტატო გრიგალაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი IJF-ის ვერსიით წლის საუკეთესოებად დასახელდნენ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ძიუდოისტების გამოსავლენად, ღია კონკურსი რამდენიმე ხნის წინ გამოაცხადა და ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა გულშემატკივარს ჰქონდა საშუალება, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. ხმის მიცემა თითოეულ სპორტსმენისთვის ყოველ 24 საათში ერთხელ შეგეძლო. მსოფლიოს საუკეთესოები გულშემატკივრებისგან მიღებული ხმების მიხედვით, საერთო ჯამში ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
ამ ხუთი ნომინაციიდან საქართველოს წარმომადგენლები IJF-მა, ორში წარადგინა. საბოლოოდ, 2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონი უფროსებსა და 23-წლამდეთა შორის, ტატო გრიგალაშვილი კი „ამომავალი ვარსკვლავის" ჯილდოს მფლობელი გახდა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვა, 21 დეკემბერს დასრულდა. დღეს, კი გამარჯვებულების სახელები გახდა ცნობილის. აღსანიშნავია, რომ კორონა ვირუსის პანდემიის გამო „არეული" წელი, ძიუდოს ფედერაციის კალენდარსაც შეეხო და საუკეთესოთა გამოვლენის ცერემონიის ფორმატსაც, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.





ჩვენ








