პაპუნაშვილმა კლუბი შეიცვალა
პაპუნაშვილმა კლუბი შეიცვალა
27.12.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიორგი პაპუნაშვილი, დღეს სოციალური ქსელით „რეალ სარაგოსას" გულშემატკივარს დაემშვიდობა.


„მეც აქ ვარ. მოვიდა დრო, რომ დაგემშვიდობოთ და გისურვოთ წარმატება, რადგან ეს კლუბი, ამას იმსახურებს. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი და ვიქნები, სადაც არ უნდა ვიყო, შემდეგი წლების განმავლობაში. მადლობა თანაგუნდელებს, კლუბში მომუშავე პერსონალს, გულშემატკივარს... ჩვენ, ბევრი კარგი მოგონება დაგვრჩება ერთად გატარებული წლების შემდეგ. მადლობა, ჩემს ოჯახს, რომელიც გვერდში მედგა ამ წლების განმავლობაში! წარმატებები" - აღნიშნავს გიორგი პაპუნაშვილი.


რამდენიმე დღის, წინ, ესპანური „რეალ სარაგოსას" ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის კლუბიდან წასვლის შესახებ ცნობა ოფიციალურად დაადასტურა. დაახლოებით, იმავე პერიოდში, კვიპროსის „აპოლონ ლიმასოლის" ვებ-გვერმაც გამოაქვეყნა ცნობა, რომელიც, ახალ შენაძენზე ისაუბრა.


„ახლა, ველოდები გასამგზავრებელი საბუთების გაფორმებას და რამდენიმე დღეში, კვიპროსში გავემგზავრები. „აპოლონთან"  წელიწადნახევარს პლუს 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. მას შემდეგ, რაც სამედიცინო შემოწმებას გავივლი, კლუბის საწვრთნელ პროცესსაც შევუერთდები",  - ამბობს გიორგი პაპუნაშვილი TSFF.Ge-სთან საუბრისას.


დიდი ალბათობით, პაპუნაშვილი, ახალ გუნდს 2021 წლის დასაწყისშივე შეუერთდება.