
რამდენიმე საათის წინ, IJF-მა 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ძიუდოისტები დაასახელა. გამოკითხვაში, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და 5 ნომინაციაში, მსოფლიოს მასშტაბით ავლენდა საუკეთესოებს, ორი ქართველი ძიუდოისტი იყო წარდგენილი. სასიხარულოა, რომ ორივე მათგანმა საკუთარი ნომინაციების მოგება მოახერხა.
TSFF.Ge-სთან კი, ამ აღიარების შემდეგ, ერთ-ერთმა პირველმა კომენტარი ტატო გრიგალაშვილმა გააკეთა, რომელმაც 2020 წელს, 23-წლამდეთა და უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონატების მოგება მოახერხა.
„პირველ როგში მადლობა ყურადღებისთვის. 2020 წელი, მხოლოდ, დადებითად შემიძლია შევაფასო, რადგან სადაც ვიასპარეზე, ყველგან უმაღლესი შედეგით დავბრუნდი. ეს გამარჯვებები მაძლევს იმედს, მოტივაციას, ვალდებულებას, რომ შემდეგ შეჯიბრებზე, სადაც მონაწილეობას მივიღებ გამოვიდე უმაღლეს დონეზე.
პანდემიის პერიოდს, რა თქმა უნდა დადებითად ვერ შევაფასებ, თუმცა, ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა და მომცა საშუალება გავზრდილიყავი სპორტულადაც. ასევე, მომცა შანსი ოლიმპიური თამაშებისთვის კარგად მომზადებაში.
მოგეხსენებათ, მსოფლიოს ძიუდოს ფედერაცია ატარებდა ნომინაციებს სადაც წარდგენილი ვიყავი წლის ახალგაზრდა ვარსკვლავი , საბედნიეროდ გავიმარჯვე ამ ნომინაციაში და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციას, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, ქართველ ხალხს გვერდში დგომისთვის, რაც ნათლად ჩანს, რომ მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა და გულშემატკივარს აუცილებლად, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი მოტივაცია, ეს მაგრძნობინებს თავს ორმაგად ძლიერად დაა მაძლევს საშუალებას, უფრო ძლიერად ასპარეზობისთვის მომავალში.
ასევე მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და გამარჯვებაა მივულოცო ლუხუმ ჩხვიამიანსაც, რამეთუ მანაც მოიპოვა გამარჯვებაა, ამავე გამოკითხვაში და წლის საუკეთესო კაცი ძიუდოისტის დასახელდა. მინდა, მასაც ვუსურვო კიდევ ბევრი წარმატება", - აღნიშნა სპორტსმენმა ჩვენთან საუბარში.
ასევე იხილეთ
ფოტო: @IJF





ჩვენ








