
ბოლო ამხანაგური შეხვედრა და 2017 წლის ბოლო მატჩი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 13 ნოემბერს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.
„ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის კარგი თამაში იყო, რომელმაც კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა სად გვაქვს პრობლემები და სად არა. კარგი ტემპი იყო, მართალია ბევრმა ცვლილებამ თამაშის მსვლელობაზე იმოქმედა, მაგრამ ბურთს ვაკონტროლებდით. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა მატჩის შემდეგ შერეულ ზონაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

გორში გამართული შეხვედრისგან განსხვავეებით, ქუთაისში, საქართველოს ნაკრებმა სანახაობრივი ფეხბურთი, შეიძლება ითქვას, მართლაც, რომ შემოგვთავაზა. ვლადიმირ ვაისმა, გორისგან განსხვავებით, რადიკალურად გადახალისებული შემადგელობითაც დაიწყო თამაში. რაც მთავარია, 13 ნოემბერს, ამ შემადგენლობის დაყენებისას, საქართველოს ეროვნული ნაკრების მასპინძელი ქალაქის, ქუთაისის დიდი ინტერესიც გაითვალისწინა და გუნდის მეკარე, როინ კვასხვაძის საქმეში გამოცდაც სცადა. „რამაზ შენგელიაზე", საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: კვასხვაძე, ხოჭოლავა, კაშია (46' დვალი), აბურჯანია, კანკავა (62' მერებაშვილი), სიხარულიძე (80' ყაზაიშვილი), გვილია (88' კაჭარავა), შერგელაშვილი, გეგეჭკორი (88' კაკაბაძე), პაპუნაშვილი, ჯიღაური (62' ქვილითაია).

შეხვედრა საქართველოს უპირატესობით დაიწყო და მთელი თამაში მისი კარნახით მიმდინარეობდა. რეალურად, სტუმრებმა რამდენჯერმე მოახერხეს სრულფასოვანი შეტევა მთელი თამაშის მანძილზე და აქედან, ორი გოლით დასრულდა. „რამაზ შენგელიაზე" ანგარიშს გახსნა სწორედ ბელარუსის ნაკრებზე მოდის. მატჩის 24-ე წუთზე საჯარომოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით, ანგარიში ვალაძკომ გახსნა. სავარაუდოდ, დარტყმის მომენტს კვასხვაძე ვერ ხედავდა.
ანგარიშს აღდგენა, საქართველოს ნაკრებმა 35-ე წუთზე მოახერხა. ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირმა, საქართველოს ნაკრებში მისთვის მე-2 შეხვედრაში, სანაკრებო, სადებიუტო გოლი გაიტანა. ლაშა შერგელაშვილის კუთხურის შემდეგ, სიხარულიძემ ბელორუსი მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
„ჩემთვის წარმატებული თამაში იყო. ეროვნულ გუნდში თამში ყველა ფეხბურთელისთვის დიდი მოტივაციაა და არც მე ვარ გამონაკლისი. პირველად ვითამაშე ძირითად შემადგენლობაში და მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე. შეგვეძლო მოგება, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა იმედია, რომ გამოვასწორებთ შეცდომებს და თამაშის ხარისხთან ერთად შედეგიც მოვა", - ამბობს ირაკლი სიხარულიძე მატჩის დასრულების შემდეგ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბელარუსის წინააღმდეგ, ვაისმა თამაში, გამომდინარე იქიდან, რომ სათადარიგოთ სკამზე დატოვა ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი, მერებაშვილი, ქვილითაია და კაჭარავა (ამ უკანასკნელს, ჯანმრთელობის გამო რამდენიმე სანაკრებო თამაში გაუცდა) ექსპეტიმენტულ შემადგენლობას დააწყებინა. თუმცა, ქართველთა მწვრთნელი, შეკრების დასაწყისშივე ამახვილებდა ყურადღებას, რომ 2017 წლის ბოლო სანაკრებო თამაშებს, ახალი ფეხბურთელების „გასასინჯად" მაქსიმალურად გამოიყენებდა.

„ეროვნულ ნაკრებშ გატარებული ყოველი წუთი და დღე ჩემთვის სიამოვნებისა და სტიმულის მომცემია. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჩემი ოცნება იყო მეთამაშა ეროვნულ ნაკრებში და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგა. ბელორუსთან, ჩემს მიერ ჩატარებულ მატჩთან დაკავშირებით, ერთი შემიძლია ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაში იყო, სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ. ამხანაგურია თუ ოფიციალური, ეროვნული ნაკრების თამაში, ყველა მნიშვნელოვანია და ყველა თამაშზე მოსაგებად გადის გუნდი. დღესაც, იგივე მოტივაცია ჰქონდა თითოეულ ფეხბურთელს" - ამბობს ლევან გეგეჭკორი, „დინამო თბილისის" ფეხბურთელი, რომელმაც ქუთაისში, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი გამართა.

სადებიუტო გოლო გაიტანა ეროვნული ნაკრების შემადგელობაში, შეცვლაზე შემოსულმა პოლონური „პოგონის" მცველმა ლაშა დვალმაც. 50-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი თავით გადააგზავნა მეტოქის კარში. საგოლე მოემენტები ვერ გამიყენეს გიორგი ქვილითაიამ (რომელიც მეორე ტაიმში შემოვიდა შეცვლაზე) და გიორგი პაპუნაშვილმა, რომელსაც ვაისი მეორე თამაშია ძირითადში ენდობა. ბელარუსთან კი შეუცვლელად ათამაშა.
„მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაშის მანძილზე გვქომაგობდა ქუთაისში და გორშიც. როდესაც სტადიონიდან უგოლოდ მივდივარ უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ასე იყო ეს 2 თამაშიც. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში ამ დანაკლისს ავინაზღაურებ. კონკრეტულად ამ შეკრებასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ნაყოფიერი იყო. განსაკუთრებით, იმ ფეხბურთელებისთვის ვისაც არ გვეძლეოდა ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება. კვირპროსთან თამაშში ცოტა ხარისხი არ ვარგოდა, მაგრამ გავიმარჯვეთ. დღეს, ბელარუსთან თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, თუმცა ვერ გავიმარჯვეთ. საერთო ჯამში, პირადად მე, ამ შეკრებით სანაკრებო გამოცდილება მომემატა. მითუმეტეს, 2018-დან ახალი შესარჩევი ეტაპი იწყება. თანამედროვე ფეხბურთში, იოლი მეტოქე არ არსებობს, ამიტომ ყველა თამაშში უნდა ვიბრძოლოთ და მივაღწიეოთ გამარჯვებას. მნიშვნელოვანი შეკრება იყო. ერთი, რაზეც გული მწყდება, რომ აბუს, კაკაბას და მე, სამივეს ერთად არ მოგვეცა თამაშის საშუალება. იმედი მაქვს, მომავალ სანაკრებო თამაშებზე ამასაც მოვახერხებთ" - ამბობს გიორგი პაპუნაშვილი.

ბელარუსებმა, წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 66-ე წუთზე მოახერხეს. საქართველოს ნაკრების დაცვაში თამაშის დროს შეცდომით ისარგებლა და გოლი, იჰნატევიჩის ჩაწოდების შემდეგ, ნიახაიჩუკმა გაიტანა. მატჩის დარჩენილ დროში, ქართველთა შეტევები რამდენჯერმე გიორგი მერებაშვილმაც (62-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა), გაამწვავა, თუმცა არც ერთ მათგანი გოლით აღარ დასრულებულა.
„მნიშვნელოვანი მატჩები გავმართეთ. ძალიან კარგი შეკრება გამოვიდა. მწვრთნელს ახალი ფეხბურთელების საქმეში ნახვის საშუალება მიეცა, რაც მომდევნო შეხვედრებში დაგვეხმარება. კარგია, რომ რეგიონებში ჩავატარეთ ამხანაგური მატჩები, რადგან ყველას არ აქვს თბილისში ჩამოსვლის საშუალება. ბელარუსთან მატჩის მიმდინარეობისას ბევრი ცვლილება განხორციელდა და უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ ამხანაგური მატჩია და თამაშის საშუალება ბევრ მოთამაშეს მიეცა", - ამბობს გიორგი მერებაშვილი.

„ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, კარგად ჩაიარა ყველაფერმა, დღევანდელი შედეგი დამაკმაყოფილებელი არაა, უნდა მოგვეგო. თუმცა, ვნახეთ ახალი ფეხბურთელები. რეალურად რისთვისაც იყო ეს შეკრება, სელექციას ვგულისხმობ, აქედან გამომდინარე დადებითად შევაფასებდი. ახალს, ვერაფერს გეტყვით, ნაკრების თამაშის შეფასებისას. ხარისხის მხრივ აშკარა პროგრესია, თუმცა შედეგი იყო ძალიან ცუდი. ასე რომ დადებითად შეფასება სწორი არ იქნება", -ამბობს გიორგი კაკაბაძე.
13 ნოემბრის მატჩით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის სეზონი დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 2018 წლის შემოდგომაზე უეფას ერთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, რომლის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 24 იანვარს გაიმართება.

და ბოლოს, მომენტი, რომელიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 2017 წლის ნოემბრის შეკრებას თან ახლდა - „ქართული მარში" და გურამ კაშია. ამ თითიდან გამოწოვილი „სკანდალის" დაწყებისთანავე, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა მუქარა და ინფორმაცია, რომ მავანნი ქუთაისში, კაშიასა და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მიმართავდნენ. ე.წ. პროტესტანტთა ერთი ნაწილი, გულშემატკივარს მოუწოდებდა, რომ თამაშზე არ მისულიყო - რაც რამაზ შენგელიას სტადიონზე ჩანასახშივე ჩაიშალა. ქუთათურები თამაშზეც მივიდნენ და 90 წუთის მანძილზე უწყვეტად ამხნევებდნენ ეროვნული ნაკრებს. აპროტესტებდნენ, ბელარუსთა იმ უხეშ თამაშს, საქართველოს ეროვნული ნაკრების იმ ფეხბურთელების მიმართაც კი, ვინც თუნდაც ეროვნული ლიგის თამაშებზე იმერეთის დედაქალაქეთათვის მიუღებელია. ამ დღეს, ქუთაისში თამაშობდა ქვეყნის ნაკრები და ამ დროს, როგორც მოსალოდნელი იყო „კლუბურმა ინტერესმა" მეორე ფლანგზე გადაიწია.

„მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში", - ასეთი განცხადება გააკეთა ოფიციალურ გვერდზე გურამ კაშიამ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე და არნემის "ვიტესის" კაპიტანმა.
კაშიას თაობაზე, მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა ვლადიმირ ვაისმაც. „საბოლოო ჯამში კარგი საკონტროლო მატჩი გამოვიდა. კაშია ძალიან დაღლილი იყო, მას ძალიან ბევრი თამაში აქვს, ევროტურნირზე ჩატარებული. ამიტომ, მატჩამდე მოვლაპარაკეთ, რომ მხოლოდ ერთ ტაიმს ითამაშებდა", - ამბობს ვაისი. ასე, რომ მეორე ტაიმში ფეხბურთელის მინდორზე არგამოჩენას, არანაირი კავშირი, პირველ ტაიმში, ტაბლოს ქვეშ დატრიალებულ სანახაობასთან არ აქვს. თან შეგახსნებეთ, რომ ვაისმა ამ დღეს, ეროვნულის ძირითად შემადგენლობას დასვენების საშუალება მისცა.

„პროტესტანტთა" მეორე ნაწილი, 13 ნოემბერს, რამაზ შენგელიას სტადიონზე მართლაც მივიდა. კორდონის გავლით ე.წ. ფანტრიბუნასთან ახლოს შეიკრიბა ისკანდირა, დაწვა „ლგდბ" დროშა, ტელევიზიებს ჩააწერინა „სინქრონები" და ზუსტად 15 წუთში, ნამოქმედარით დაკმაყოფილებულებმა დატოვეს ტერიტორია. აქ, მომენტი, რომელსაც ხაზი გვინდა გავუსვათ, ქუთაისში, თამაშზე მოსული გულშემატკივრის რეაქციაა - სტადიონმა და განსაკუთრებით ქუთაისის „ტორპედოს" ფანკლუბმა, მხარი ერთსახოვნად, საქართველოს ნაკრებს და მის ფეხბურთელებს დაუჭირა.






ჩვენ








