
რამდენიმე წუთის წინ ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის საუკეთესოები გამოვლინდნენ. გამოკითხვაში, რომელშიც ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელი უნდა დაესახელებინა, მონაწილეობა ჩემპიონატში მოასპარეზე ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა მიიღო. ამ სახელდახელო საბჭომ, როგორც ჩანს საქართველოს მოქმედ და 18-გზის ჩემპიონის, ტიტულის შენარჩუნება არ აპატია და ჩემპიონი გუნდიდან, საუკეთესოთა შორის, მხოლოდ ორი დავით კობოური და ნოდარ ქავთრაძე სიმბოლურ გუნდში მოსახვედრად გაიმეტა.
მეორე სეზონია, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული, ვერც ჩემპიონი გუნდის მწვრთნელს ერგო. თუმცა, „დინამო თბილისიდან" ჩისკო მუნიოსის წასვლის შემდეგ, ესპანელის ახალ, ინგლისურ გვერდზე „დინამო თბილისის" „ჰეითერი" „ფანების" „დაჰაჰავებული" სტატუსებით, ასეთი შედეგი, რომ იქნებოდა მოულოდნელი არც არავისთვის ყოფილა...
ასეა თუ ისე, კორონა წლის საუკეთესოები გამოვლინდნენ და TSFF.Ge ყველა გამარჯვებულს ულოცავს. მითუმეტეს, რომ 2 ნომინაციაში სწორედ „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილები გიორგი მამარდაშვილი და ბექა დარცმელია გახდნენ საუკეთესოები. სიმბოლურ ნაკრებში კი, 11 ფეხბურთელიდან 8 წლებში, სწორედ, საქართველოს 18-გზის ჩემპიონის წოდებას იცავდა.
ეროვნული ლიგა 2
2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯეფინიო ("შუქურა")
2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი შაშიაშვილი ("შუქურა")
2020 წლის სეზონის ბომბარდირი - თომა ტაბატაძე ("რუსთავი") 13 გოლი.
2020 წლის სიმბოლური ნაკრები

ფენტეზის ლიგის და ჩემი პროგნოზის გამარჯვებული
წლევანდელ სეზონში საერთო ჯამში 5334 რეგისტრირებული მოთამაშემ ჩაატარა. ფენტეზი ლიგის გამარჯვებულები 3000, 2000 და 1000 ლარს მიიღებენ, ჩემი პროგნოზის გამარჯვებული კი, „ფლეისთეიშენ 4"-ს მიიღებს.
ეროვნული ლიგა
2020 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - გიორგი მამარდაშვილი ("ლოკომოტივი")
2020 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე ("დინამო" ბათუმი)
2020 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - ბექა დარცმელია ("ლოკომოტივი")
2020 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - მიკოლა კოვტალიუკი ("დილა")
2020 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი და ბომბარდირი - მიკოლა კოვტალიუკი ("დილა")
2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი ("ლოკომოტივი")
2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი")
2020 წლის სეზონის სიმბოლური ნაკრები

ხვალ, 29 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკვე, 2020 წლის საუკეთესოებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:
2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
2020 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
2020 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
2020 წლის სეზონის საუკეთესო გოლი
2020 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი
2020 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
2020 წლის სეზონის საქართველოს ქალთა საუკეთესო მწვრთნელი
2020 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი
ისევე, როგორც დღეს გამართული ეროვნული ლიგის დაჯილდოების ცერემონია, ხვალაც საუკეთესოები კორონა ვირუსის პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატის ცერემონიის დროს, ონლაინ გამოვლინდებიან.
პს - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გვერდი, წლებია, სისტემატურად აშუქებს კონკრეტულად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს, ორგანიზატორებმა, ამ გამოკითხვაში TSFF.Ge-ს ჩართვა, არ ჩათვალეს მიზანმიმართულად.
სტატიაში გამოყენებულია ეროვნული ლიგის გრაფიკული გამოსახულებები





ჩვენ








