
კვიპროსული ლიმასოლის საფეხბურთო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა გიორგი პაპუნაშვილთან თანამშრობლობა. „აპოლონი" ვებ-გვერდმა ფეხბურთელის პირველი კომენტარიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, გიორგი პაპუნაშვილის არჩევანით, ქართველი, კვიპროსულ გუნდში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„პირველ რიგში, გილოცავთ ახალ წელს და გუსურვებთ ყოველივე კარგს.
მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და ამ გუნდის ნაწილი გავხდი. ჩემთვის „აპოლონი" არის ახალის დაწყების შანსი. ეს არის ამბიციური გუნდი, რომელიც ყველა თამაშის მოგებას ცდილობს.
ვეცდები ყველანაირად, რომ კლუბის ყველა მიზანი შესრულდეს" - აღნიშნა ფეხბურთელმა.
კვიპროსზე, გიორგი პაპუნაშვილი 31 დეკემბერს ჩაფრინდა და ახალ კლუბთან, ახალი წლიდან დაიწყო თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა 18-თვიანს პლუს ორწლიანი კონტრაქტი გაარმა. თუმცა, დიდი ალბათობით, ის ახალი კლუბის პირველ ოფიციალურ თამაშს, ქეცბაიას „ანორთოსისთან", რომელიც ხვალ ჩატარდება და თბილისის დროით 22:00 დაიწყება, გამოტოვებს.





ჩვენ








