დუდა სანაძემ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა
დუდა სანაძემ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა
04.01.2021
ავტორი: ი.პ.

წარუმატებლად დაიწყო 2021 წელი კატარის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის. წააგო როგორც მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა, ასევე დუდა სანაძის ალ ხორმა, თანაც, ეს უკანასკნელი დაშავდა და თამაშს ნაადრევად გამოეთიშა.


ალ ხორი ალ ვაკრასთან დიდი ანგარიშით - 64:100 დამარცხდა, დუდამ კი ტრავმა მე-2 მეოთხედის დასაწყისში მიიღო, როდესაც ბურთისთვის ბრძოლისას მეტოქეს შეეჯახა და მარჯვენა ხელი იტკინა. სანაძემ მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, ხოლო თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, მოგვიანებით გაირკვევა. იმ დროისთვის, დუდას მოედანზე 12 წუთი ჰქონდა გატარებული და აქტივში 7 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2 საჯარიმო), 4 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა გააჩნდა.