
ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება, საქართველოს 18-გზის ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა" დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პირველად ივარჯიშეს. გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, თბილისელებმა, პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ჩაატარეს. გუნდთან ერთად ივარჯიშეს , 2020 წლის სეზონზე იჯარით გაშვებულმა ფეხბურთელებმა.
პარალელურად ფეხბურთელების ნაწილი სამედიცინო შემოწმებას გადის. კლუბის ლეგიონერები კი, რომლებიც საახალწლოდ საქართველოში არ იმყოფებოდნენ, „დინამო თბილისს" უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.
დღესვე, „დინამო თბილისის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, გუნდში განხორციელებულ პირველ ცვლილებებზე განაცხადა. „ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა. გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. დინამო თბილისი მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - ნათქვამია, კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონის პირველ შეხვედრას, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასის მფლობელს სუპერ თასის მატჩში, 21 თებერვალს „გაგრას" დაუპირისპირდება. მანამდე კი, დინამოელები, იანვრის მესამე დეკადიდან, მოსამზადებლად ტრადიციულად თურქეთში გაივლიან, სადაც, შეკრების პარალელურად, რამდენიმე სპარინგ-შეხვედრასაც გამართავენ.





ჩვენ








