
გ. ჩაფიძის კლინიკაში გავლილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, დღეს, „დინამო თბილისის" რიგებში პირველად ივარჯიშა ფაბიან სპორკსლეიდიმ. 27 წლის ნიდერლანდელი მარჯვენა ფლანგელი ამსტერდამის „აიაქსის" აღზრდილია და კარიერაც სწორედ, იმ კლუბში დაიწყო. შემდეგ, ცოტახნით „ვილემ II"- სა და „ლუპა კასტელიში" ასპარეზობდა. ბოლო, რამდენიმე სეზონი კი, „ბრედასა" და „ვალვაიკის" ღირსებას იცავდა. როგორც საქართველოს 18-გზის ჩემპიონი გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ფეხბურთელსა და „დინამო თბილისს" შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა „დინამო თბილისმა" ლევან წოწონავასაც. დინამოს რიგებში გარემარბი - ლევან წოწონავა ითამაშებს. 23 წლის გარემარბი მარტვილის „მერანის" აღზრდილია და დასრულებულ სეზონში სწორედ, ამ კლუბის ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა 2021 წლის სეზონისთვის მზადება 4 იანვრიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის, გუნდი არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. გიორგი ნემსაძის გუნდს, მალე დინამოელი ლეგიონერებიც შეუერთდებიან. იანვრის ბოლი დეკადაში კი, „დინამო თბილისი" თურქულ შეკრებაზე გემგზავრება და 2021 წლის ელიგის სეზონისთვის და სუპერთასისთვის იქ გაივლის მზადებას.





ჩვენ








