
თბილისის „ლოკომოტივი" მეორე გუნდია, რომელმაც ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონისთვის დაიწყო მზადება. ლოკომოტიველებმა, დღეს, თბილისის ზღვაზე მდებარე სკ „ზესტაფონის" საწვრთვნელ ბაზაზე პირველად ივარჯიშეს. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, დროებით სწორედ, ამ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს, გამომდინარე იქიდან, რომ კლუბის საგურამოს ბაზაზე მინდვრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საწვრთნელი პროცესის განახლების პირველ დღეს, გუნდთან ერთად ივარჯიშეს ახალწვეულებმა რევაზ თევდორაძემ, კახა კახაბრიშვილმა და სოსო კოპალიანმა. „ლოკომოტივში" დაბრუნდა ბექა ბუიღლიშვილი, რომელიც იჯარის წესით „გაგრაში" თამაშობდა. მთავარ გუნდში დააწინაურეს 19-წლამდე ლოკომოტიველები ლუკა კეკელიძე და ზურა ზოსიაშვილი.
2021 წლის ახალი სეზონის წინ „ლოკოს" რიგები დატოვეს ლუკა შეროზიამ, თორნიკე ძებნიაურმა, ნიკა ჭანტურიამ, დავით კირკიტაძემ, ლევან ჟორდანიამ, სანდრო კობახიძემ და ცოტნე კაპანაძემ.
„ლოკომოტივის" თბილისური შეკრება, 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და ამ პერიოდში, გუნდი, რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.
17 იანვარი / ლოკომოტივი - გარეჯი
24 იანვარი / საბურთალო - ლოკომოტივი
31 იანვარი / ლოკომოტივი - დინამო ბათუმი
ამის შემდეგ, 2 თებერვალს, „ლოკომოტივი" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება ბელეკში. ორკვირიანი შეკრების დროს, თბილისური კლუბი ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს და 17 თებერვალს, თბილისში დაბრუნდება.
5 თებერვალი / ლოკომოტივი - შახტარი (დონეცკი, უკრაინა)
9 თებერვალი / ლოკომოტივი - დესნა (უკრაინა)
10 თებერვალი / ლოკომოტივი - როტორი (რუსეთი)
12 თებერვალი / ლოკომოტივი - უფა (რუსეთი)
16 თებერვალი / ლოკომოტივი - ტორპედო ჟოდინო (ბელარუსი)
სკ „ლოკომოტივის" ფოტო





ჩვენ








