
2017 წლის ბოლოს, საქართველოს კალათბურთის ფედერაცას ასეც და ისეც, ახალი პრეზიდენტი ეყოლება. დღეიდან, 15 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებების მიღება იწარმოებს. ამ დროისთის, ოფიციალურად პრეზოდენტობის მსურველი 2 კანდიდატის შესახებაა ცნობილი. შიო ხეცურიანი და კახა შენგელია განაცხადებს. სავარაუოდოდ, საკუთარ კანდიდატურას, პაატა გურასპაულს დაასახელებს თავად კალათბურთის ფედერაციაც.
არჩევნები 2017 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება „ქორთიარდ მატიოტში". მანამდე კი კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წესდებით განსაზღვრულია საერთო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე დელეგატების ხმათა რაოდენობები შემდგომი თანაფარდობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
კალათბურთის ფედერაციის გამგეობის მიერ დადგენილ „ხმის უფლების მქონე წევრების ჩამონათვალი და მათი ხმისათვის მისანიჭებული პროცენტის ოდენობა" , რომელიც ფედერაციის მიერ ახსნილია და გამყარებულია „საკალათბურთო აქტივობასა და პროფესიული საქმიანობის ეფექტურობაზე", საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებში ეჭვეს იწვევს.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველი ერთ-ერთი კანდიდატი, შიო ხეცურიანი, რამდენიმე საათის წინ, საკუთარ სოციალურ ქსელში შემდეგ მოსაზრებას აქვეყნებს.
„როგორ აყალბებს კალათბურთის ფედერაცია არჩევნებს:
*რეგიონების ბავშვთა სპორტსკოლებს საერთოდ მოუხსნეს ხმის მიცემის უფლება. ყველა მათგანი მათი მოწინააღმდეგე იყო და მარტივად გადაჭრეს პრობლემა(ქუთაისის, რუსთავის, თელავის და გორის სპორტსკოლებმა წინა, 2013 წლის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, რა საფუძვლით წაართვეს ეს უფლება უცნობია)
*უმაღლესი ლიგის-სუპერლიგის გუნდებს ბათუმს და მარნეულს აქვს იგივე წონის ხმა (2%), რაც ქვედა ლიგის -ა ლიგის "თსუ"-ს.
აქვე, მათი ჩვეული შენიღბულობით, ოფიციალურ რელიზში არ წერია, რომ "თსუ"-ს რეალური სახელი "თსუ-ჰიუნდაი" არის, რადგანაც ყველამ იცის, რომ "ჰიუნდაის" კლუბი მათი საკუთრებაა.
* "ჰიუნდაის კლუბი"- საკალათბურთო სკოლებშიც გვხვდება (ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ფაქტიურად ორჯერ აძლევს ხმას) და აქვს 3% წონის ხმა, როდესაც "ზაზა ფაჩულიას აკადემიას" 2%. ცნობისთვის ზაზას აკადემიაში 700 ბავშვი ვარჯიშობს (რამოდენიმეჯერ აღემატება ჰიუნდაის სკოლას) და ბოლო ორიწელია ყველაზე წარმატებულია.
*სუპერლიგის გუნდებს შორის ხმების გადანაწილების კრიტერიუმები და სხვა მიმართულებებით ხმების გადანაწილების კრიტერიუმები აბსოლიტურად აცდენილია ერთმანეთს.
ხო და... დღეს პაატა გურასპაული კანდიდატურას წამოაყენებს - ეტყობა ჩათვალეს, რომ გაკეთებულია ყველა შავი საქმე და ახალი "სუფთა" აქტორის წარმოდგენის დროა...
ჩვენ მაინც მოვიგებთ!" - ამბობს შიო ხეცურიანი.





ჩვენ








