„დინამო თბილისმა“ თურქული სპარინგების კალენდარი გამოაქვეყნა
„დინამო თბილისმა“ თურქული სპარინგების კალენდარი გამოაქვეყნა
10.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 18-გზის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" 20 იანვრიდან ზამთრის ტრადიციულ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, დინამოელები განსხვავებით სხვა სეზონებისგან წელს მხოლოდ ერთ შეკრებას გაივლიან საზღვარგარეთ და 3 კვირის მანძილზე რამდენიმე სპარინგ მატჩსაც გამართავენ. მათ შორის, ყველაზე საინტერესო, 1 თებერვლის დაპირისპირება იქნება, როდესად ერთმანეთს, ძველი მოწინააღმდეგეები თბილისისა და კიევის დინამოელები დაუპირისპირდებიან.


გიორგი ნემსაძის შეგირდები პირველ სპარინგს, ანთალიაშია ჩასვლიდან 3 დღეში გამართავენ და „რრადნიკის" დაუპირისპირდებიან. დინამოელთა სამწვრთნელო შტაბში აცხადებენ, რომ დაანონსებულ მატჩებს, რომელიც ამ მომენტისთვის ხუთია კიდევ ორი სპარინგი შეემატება.


23 იანვარი - რადნიკი

26 იანვარი - ნაპრედაკი

29 იანვარი - კოლოსი

1 თებერვალი - დინამო კიევი

8 თებერვალი - სოჭი


შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა 2021 წლის სეზონისთვის სამზადისი 4 იანვრიდან, არასრული შემადგენლობით დაიწყო. შეკრების მეორე ეტაპს კლუბი ტრადიციულად თურქეთში გაივლის, რის შემდეგაც, დინამოელები თბილისში დაბრუნდებიან და 21 თებერვლის მატჩისთვის დაიწყებენ მზადებას. ახალი სეზონის პირველ შეხვედრას, „დინამო თბილისი" საქართველოს სუპერ თასზე გამართავს და ქვეყნის დ. ყიფიანის საქართველოს თასის მფლობელ, „გაგრას" დაუპირისპირდება.