ქართველმა ჩოგბურთელმა ანტალიაში ასპარეზობა დაასრულა
ქართველმა ჩოგბურთელმა ანტალიაში ასპარეზობა დაასრულა
11.01.2021
ავტორი: თ.ჯ.

ანტალიის ღია პირველობაზე მონაწილეობით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში,  მე-40 ადგილიდან ერთით დააწინაურა. თუმცა, 1/4 ფინალიდან ქართველი ასპარეზობას გამოეთიშა.


ქართველმა ჩოგბურთელმა თურქეთში მიმდინარე ATP250-ის ტურნირზე ორი მატჩის მოგების შემდეგ, ავსტრალიელი ალექს დე მინორის ბარიერი ვერ გადალახა და ასპარეზობას გამოეთიშა. მატჩი, რომელიც ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა ავსტრალიელი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა. ეს უპირატესობა, განსაკუთრებით პირველ სეტში იყო ნათელი, რომელიც მინორის სასარგებლოდ 6-2 დასრულდა.


მეორე სეტიც, ავსტრალიელმა მოიგო, ამჯერად 4-6 და მოწინააღმდეგეს, სერიოზული ბრძოლაც გაიმართა. თუმცა, როგორც ჩანს ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალბათ მაინც უფრო, ცნობილი მოვლენების გამო, ჯერ ვერ არის მისთვის შვეულ ფორმაში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში ასპარეზობასაც გამოეთიშა.


ანტალიის ღია პირველობის შემდეგ, იანვრის ბოლოს, ბასილაშვილი ავსტრალიაში გაემგზავრება. თუმცა, ავსტრალიის ღია პირველობამდე, რომელიც 6 თებერვალს იღებს სტარტს, მელბურნის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს, სადაც განთესილი მოთამაშე იქნება.