2013 წელს თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალი „ნიამორი“ დაარსების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთელი წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფესტივალის ეგიდით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.
ფესტივალი ოფიციალურად მედია-მეკლდეურობის ტურნირით თბილისში, 31 მარტს, „კლუბ 71“-ში გაიხსნა. ტურნირში 8 მედია საშუალების 3 ათეულამდე ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. ვაჟთა შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა ნიკა ლომიძემ გაიმარჯვა, გოგონებში კი რადიო იმედელმა ია პერტენავამ. „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი ნათია მღებრიშვილი ამ ჯერზე მესამე იყო.
6-7 აპრილს, გუდაურში მე-8-ედ ფესტივალი „ნიამორის“ ტრადიციული მედია ტურნირი გაიმართა სამთო-სათხილამურო სპორტში. წელს, ნიამორული მედია-შეჯიბრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გუდაურის განვითარების ფონდის, სათხილამურო ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით ჩატარდა. შეჯიბრში სხვადასვხა მედია საშუალების 40-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღო მონაწილეობა. გოგონათა შორის "ნიამორის" წარმომადგენელმა ქეთი ებანოიძემ გაიმარჯვა. მამაკაცთა შორის საუკეთესო "იმედის" მონტაჟის რეჟისორი გიორგი წირქვაძე იყო. გუნდურ ასპარეზობაში "იმედმა" ზედიზედ მესამედ მოიპოვა გარდამავალი თასი.
დეკემბრის მიწურულს კი თბილისში ფესტივალი „ნიამორის“ 2013 წლის დასკვნითი ღონისძიებები იგეგმება. მაისში, ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.niamori.ge ფილმები ონლაინ აიტვირთა, რის შემდეგაც ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი შეარჩევს 10 საუკეთესო ფილმი, რომლებიც უკვე დიდ ეკრანზე გავა. ფესტივალისთვის საიუბილეო წელს „ნიამორის“ ფილმების კონკურსი არ გამართულა. ფილმების ჩვენება 20-22 დეკემბერს, კინოს სახლში (აღნიშნული ღონისძიების გამართვა ტრადიციულად საქართველო კინემატოგრაფისტთა კავშირის თანაორგანიზატორობით მოხერხდა) შედგება.
რამდენიმე დღით ადრე, კი „არტ-ავენიუში“ ფესტივალი „ნიამორის“ 10 წლიან პერიოდში შემოსული საუკეთესო ფოტოები გამოიფინება.
17-18-19 დეკემბერს „არტ გალერეაში“გაიმართება „ნიამორი“ ფოტო-გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 10 წლის მანძილზე ფესტივალზე შემოსული საუკეთესო ფოტოები. მათ შორის იტალიელი მოგზაურის და ფოტოხელოვანის ვიტორი რონკეტის ნამუშევრები (შესრულებული 1906-1913 წ.წ.).
20-21-22 დეკემბერს კინოს სახლში (უსასყიდლოდ) მოეწყობა ფილმების ჩვენება.
ფოტოგამოფენა 17 დეკემბერს, 18 საათზე გაიხსნება. ფილმების ჩვენება კი კინოს სახლში 20 დეკემბრის 16:00-დან დაიწყება.
10 წლის გადასახედიდან...
20-22 დეკემბერი, 2013
20.12.13
16:00- გახსნა
16:30 – „სამაშველო ისტორიები“ (იტალია) – 49 წთ.
17:10 – „თეთნულდი“ (საქართველო) – 8 წთ.
17:20 – „მ/ტ საბურავები“ (საქართველო) – 9 წთ.
17:30 – „Feces, Places, Shadows&Memories” – 100 წთ.
21.12.13
15:00 – „Kiran Over Mongolia“ – (აშშ) - რეტროსპექტივა - 86 წთ
16:30 – „ჯავახეთის გაზაფხული“ (საქართველო) რეტროსპექტივა– 20 წთ
16:50 – „მათი ვერტმფრენი“ (საქართველო) რეტროსპექტივა – 23 წთ
17:15 – „უშბა“ (საქართველო) რეტროსპექტივა - 15 წთ
17:30 – „ზურაბი“ (საქართველო) რეტროსპექტივა - 22 წთ
17: 45 – „Expedition Shkhara 2012“ – (საქართველო) – 15 წთ
18:00 – „მთის მეგობრები“ (საქართველო) – 35 წთ
22.12.13
15:00 Coast to Coast რეტროსპექტივა - 52 წთ
16:00 „თუჯი ჩეი ჯომოლუნგმა“ (საქართველო) რეტროსპექტივა - 29 წთ
16:30 Anomal (აშშ) რეტროსპექტივა - 30 წთ
17:00 Симфония Жанну (რუსეთი) რეტროსპექტივა - 30 წთ
17:30 „გადალახვა ლჰოცზე“ (საქართველო-რუსეთი) - რეტროსპექტივა - 26 წთ
17:56 ჰელისკი (საქართველო) – 13 წთ
18:15 დღიურები / ნიკა ლებანიძე (საქართველო) – 30 წთ
მისამართი: კინოს სახლი, თბილისი ძმები კაკაბაძეების ქ. 2
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი





ჩვენ








