20 იანვარს „დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
20 იანვარს „დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
16.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


რამდენიმე დღეში, საქართველოს ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ტრადიციულ ზამთრის შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება. თუმცა, განსხვავებით წინა წლებისგან, კორონა ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, დინამოელები ორის ნაცვლად, ერთ 3 კვირიან შეკრებას გაივლიან საზღვრებს გარეთ.


მანამდე კი, გია ნემსაძის გუნდი, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გადის შეკრებას. რამდენიმე დღეა, „დინამოს თბილისს, ფილიპ ორშულა და საიმონ ბენიო შეუერთდნენ. კლუბის კიდევ ორი ლეგიონერი ვიქტორ მონხილი და კარლოს კასტრო, გუნდს, თურქეთში გამგზავრებამდე, სამედიცინო შემოწმების შემდგე შეუერთდებიან.


დინამოელებთან ერთად ვარჯიშობს, გუნდის ახალწვეული სერბი  ფორვარდი ზორან მარუშიჩი. 27 წლის სერბმა თავდამსხმელმა, თბილისურ კლუბთან  1+1 სისტემის კონტრაქტი გაფორმა. ზორან მარუშიჩი სერბულ და ბოსნიურ კლუბებში ასპარეზობდა, ბოლოს კი ბელარუსის „ნემანში" გამოდიოდა, სადაც დასრულებულ ჩემპიონატში 10 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა.  


ასევე ცვლილებები გუნდში

დინამოს თურქული სპარინგები