თავისუფლებმა ნიცაში მოსავალი აიღეს, ახლა ჯერი კლასიკებზეა
თავისუფლებმა ნიცაში მოსავალი აიღეს, ახლა ჯერი კლასიკებზეა
17.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მოჭიდავეებმა, ქართველი ძიუდოისტების მიერ „დოჰა მასტერზე" დაწყებული წარმატებული წელი გააგრძელეს და საფრანგეთში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრიზე, ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და სამიც ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ნიცაში მიმდინარე ტურნირზე, დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე 10-მა სპორტსმენმა იასპარეზა.


გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პოლონელ ბარანს 7-2 მოუგო და ანრი დეგლანის სახელობის გრან-პრის ჩემპიონი გახდა.


ნიკა კენჭაძემ (79 კგ) პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 11-0 მოუგო მასპინძელ ალეკმას და საფრანგეთის გრან-პრის გამარჯვებული გახდა.


ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) საფრანგეთის გრან-პრის გამარჯვებულია, ფინალში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა მოლდაველი მიჰაილ სავა იოლად 10-0 დაამარცხა.


ბექა ლომთაძემ (61 კგ) ბელგიის წარმომადგენელ აიუბ მუსაევს 8-1 მოუგო და საფრანგეთის გრან-პრის გამარჯვებული გახდა.

საფრანგეთის გრან-პრიზე ვერცხლის მედლებს დავით ტლაშაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ ტლაშაძემ ნახევარფინალში მიღებული ფეხის ტრავმის გამო ვეღარ შეძლო ოქროს მედლისათვის ასპარეზობა, მაჭარაშვილმა ფინალური შეხვედრა დათმო ოლიმპიურ ჩემპიონ ამერიკელ კაილ სნაიდერთან.


ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ლადო ხინჩგაშვილმა (65 კგ) და ირაკლი მწითურმა (92 კგ) ანრი დეგლანის სახელობის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


ნიცაში მიმდინარე ტურნირში, ხვალიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) გავლენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13.30 საათზე დაიწყება.