
„კლუჟი" და „ისთანბულ BBSK" ფიბა ევროპის თასის 2017-2018 წლების გათამაშების მომდევნო ეტაპზე, ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გადიან. დღეს, ორივე გუნდმა, ჯგუფში შეხვედრები მოიგო. თურქებმა, გასვლაზე 88-73 სოფიის „ლუკოილ აკადემიკი" დაამარცხეს, ხოლო „კლუჟმა", რუმინეთში დიდი ანგარიშით 97- 74 თბილისის „დინამოს" მოუგო.
მიუხედავად მარცხისა, ევროპის საკლუბო თასებზე „დინამოს" დაბრუნებას საკალათბურთო წრეებში დადებიდათ აფასებენ. ფაქტია, რომ ყველა თამაშსს კლუბი, გამოუცდელობით აგებს. ტურნირიდან-ტურნირამდე კი გამოცდილებაც მოვა. თუმცა, სხვა ევროპული კლუბებისაგან განსხვავებით, გამოცდილებასთან ერთად, ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, სოლიდური დაფინანსებაცაა საჭირო. სავარაუდოდ, მომავალში, ესეც „მოვა".
მანამდე კი, საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" ფიბა-ს ევროთასზე ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა. რუმინეთში გამართულ შეხვედრაში „კლუჟსა" და „დინამოს" შორის, დინამოელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 5 კალათბურთელი ასცდა. შარაბიძემ და , გაჩეშამ 14-14 ქულა დააგროვეს, ბერიშვილის ანაგიშზე 12 ქულაა, ხოლო, 11-11 ქულა გრძელიძემა და და გოგოძე დააგროვეს.
19-13 / 28-22 / 22-17 / 28 -22 - ეს არის დღევანდელი მატჩის მიმდინარეობის ამსახველი ანგარიში, მეოთხედების მიხედვით. ფაქტიურად მესამე მეოთხედის შემდგე, საქართველოს გუნდმა ბრძოლა დათმო. ამ ფონზე, აღნიშვნის ღირსია, ის გარემოება, რომ მას შემდეგ რაც დინამოელები მიხვდნენ, რომ მატჩის გადარჩენას ვეღარ ახერხებდნენ, მვწრთნელებმა, ე.წ. უთამაშებელ კალათბურთელებს მისცეს პარკეტზე გამოსვლისა და თავის გამოჩენის შანსი. დღეს, არ უთამაშია მხოლოდ, ბოიდს, რომელსაც კოჭი აწუხებდა. აი, ევროთასებზე დინამოელთა შორის ყველაზე შედეგიანი კაელ ტურპინის ანგარიშზე კი დღეს მხოლოდ 2 ქულაა. თბილისელთა შორის, დღეს ყველაზე მეტხანს პარკეტზე ნოდო გოგოძემ დაჰყო და საერთოდ, ეს კალათბურთელი დღეს დინამოელთა შორისაც ყველაზე გამორჩეული იყო.
თბილისის „დინამო", რომელიც ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზეა და ჯგუფიდან გასვლის ყველა შანსი დაკარგული აქვს, ფიბა- ევროპის თასის ბოლო ჯგუფურ შეხვედრას 6 დეკემბერს, თბილისში, „ისთანბულ BBSK"-თან გაართავს.





ჩვენ








