ნიცაში, ქართველებმა კიდევ სამი მედალი მოიგეს
ნიცაში, ქართველებმა კიდევ სამი მედალი მოიგეს
18.01.2021
ავტორი: თ.ჯ.

ნიცაში დასრულებულ ანრი დეგლანის სახელობის საფრანგეთის გრან პრის ბოლო საასპარეზო სახეობაში, საქართველოს ბერძნულ- რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ხუთკაციანი გუნდით მონაწილეობდა. ისევე, როგორც თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, 2021 წლის პირველი ტურნირი არც კლასიკებმა დატოვეს მედლების გარეშე და სამი, აქედან ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს.


საფრანგეთის გრან პრიზე,  ოქროს მედლით 97კგ წონოთ კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მელიამ მოიპოვა. ოქროს მედლამდე, ქართველმა სტარტზე ამერიკელი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, შემდეგ ზედიზედ მოუგო ორ ავსტრიელ მოწინააღმდეგეს, გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ მურად ლოკიევი  5-0 დაამარცხა.


როგორც აღვნიშნეთ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ყულაბაში კიდევ ორი მედალი აღმოჩნდა. ბრინჯაოს მედლები გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და სულხან ბუიძემ (130 კგ) მოიპოვეს.