
ზუსტად, ერთ წელში, 2022 წლის 19 ნოემბერს, ნიდერლანდებში, ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება და 6 თებერვლამდე გასტანს. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის შემდეგ, რაც ქვეყანამ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ გათამაშებას უმასპინძლა, ფინალური სტადიის ტურნირებისთვის აღარ უმასპინძლია.
ევრო 2022, რომელიც ამსტერდამში ჩატარდება, კონტინენტის ჩემპიონატებიდან პირველი იქნება, სადაც 12 გუნდის ნაცვლად, 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. იმასაც შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და არა ისე, ორ წელიწადში ერთხელ, როგორც ეს ადრე იყო.
მასპინძელმა ნიდერლანდებმა, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის უფლება კი, ავტომატურად მიიღეს, თუმცა, დანარჩენი საგზურებისთვის საკვალიფიკაციო რაუნდიდან 50-მა ქვეყანამ დაიწყო ბრძოლა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში, საკვალიფიკაციო ჯგუფი (საქართველო, გერმანია, კოსოვო, ავსტრია), რომელსაც თბილისმა უმასპინძლა მოიგო და ფინალურ ეტაპზე გასასვლელ ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა.
აქ, ჩვენი ფეხბურთელები მე-2 ჯგუფში, საფრანგეთის, რუსეთისა და სომხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, გუნდები ერთმანეთს გასვლა-სახლის პრინციპით უპირისპირდებიან. ჩვენს ჯგუფში, ამ მომენტისთვის, მხოლოდ ერთი მატჩია ჩატარებული, რომელიც ავთანდილ ასათიანის ბიჭებმა საფრანგეთში, მეტად დაძაბულ დაპირისპირებაში ფრედ 4-4 ითამაშეს და ჯგუფში ლიდერებიც არიან.
მომდევნო თამაშს, ჩვენი ნაკრები თბილისში, 2 თებერვალს გამართავს და რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდს, რომელმაც ბოლო წლებში ევროპის ჩემპიონატის ფინალი რამდენჯერმე ითამაშა. მატჩი თბილისის დროით 19:00 არის დაგეგმილი. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის, უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ასეთ ინფორმაციას ავრცელებს.
Credit @uefa.com





ჩვენ








