
დეკემბრის ბოლოს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტში, სათამაშო სახეობებში, ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობის, კალათბურთის ფედერაციის თავკაცობის სურვილი სამმა კანდიდატმა შიო ხეცურიანმა, კახა შენგელიამ და პაატა გურასპაულმა გამოთქვეს. არჩვნები 11 დეკემბერს ჩატარდება. მანამდე კი არჩევნების ირგვლივ, ქართულ საკალათბურთო ოჯახში „დუღილის ტემპერატურა" მატულობს.
სამ კანდიდატს შორის, ყველაზე უფროსი პაატა გურასპაული კონკურენტებს და საზოგადოებას ახსენებს, რომ ის წარმატება, რასაც დღეს, თუნდაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია, ათეულობით წლების წინ დაიწყო და „აგურს, აგური" ემატებოდაო. ბუნებრივია, ძნელია, ვინც ოდნავ კალათბურთში ჩახედულია, არ დაეთნხმო ამაში. თუმცა, ეს „აგურები" ძირითდაც ქართული ლეგიონის მხრებზე გადადიოდა, საქართველოში კი, იმ სათამაშო დარბაზების სანაცვლოდ, რაც თუნდაც თბილისს და კალათბურთს აკავშრებდა - „ლენინის დარბაზი", „ვერის ბაღი" ან აღარ არსებობს, ან უმოქმედოდაა. ბუნებრივია, კონტრარგუმენტად შეიძლება დასახლედეს ახალი სპორტის სასახლე, თუმცა ამ დარბაზით მოხდა ჩანაცვლება და არა მატება. ეს კი უფრო, პასივია. ბუნებრივია, თუკი არ იქნება შესაბამისი დაფინანსება, „სასახლეებს" ვერც პირდაპირი და ვერც ირიბი გაგებით, ვერანაირი ახლადარჩეული პრეზიდენტი, თუ გუნდი ვერ ააშენებს. თუმცა...
თუმცა, იმავე ათეული წლების გადასახედიდან, ნაკრების წარმატების პირდაპირპროპორციულად, საქართველოში კალათბურთის მიმართ, ინტერესი არა თუ იზრდება, არამედ, კლებულობს. ზოგ შემთხვევაში, თავად კალათბურთელების ოჯახის წევრებიც აღარ ინტერესდებან სად და რა თამაშია. სუპპერლიგის თამაშები კი არა, წლების შემდეგ ევროსარბიელზე დაბრუნებული თბილისის „დინამოს" მატჩებზე მაქსიმუმ 100 კაცი თუ იყო მოსული და რაც იყო, იქაც ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა.
„სუპერლიგაშიც მძიმე მდგომარეობაა, თამაშებს 30 გულშემატკივარი თუ უსწრება. და ეს იმ ფონზე, როცა ეროვნული ნაკრები წარმატებულია, მაგრამ არ ხდება კალათბურთის პოპულარიზაცია. საშინელ მდგომარეობაში ბავშვთა კალათბურთიც - სხვა ქვეყნის მოქალაქეებში ფედერაცია არ უნდა დებდეს ინვესტიციას და მით უფრო მათ მილიონებს არ უნდა უხდიდეს. მინდა, რომ კალათბურთში მასობრიობა გაიზარდოს. აუცილებელია, ბევრი კალათბურთელი გვყავდეს. ასევე საჭიროა მსაჯების კვალიფიცირება და ფინანსების სწორი მართვა. მარკეტინგიც და პიარიც მნიშვნელოვანია", -ამბობს შიო ხეცურიანი, დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერეციაზე. თუმცა კანდიდატის ეს მოსაზრება, 3 თვის მანძილზე, წინასაარჩევნო პროგრამის წარდგინებისას არაერთხელ გაჟღერდა, ამიტომც დღევანდელი პრესკონფერენციიდან, შიო ხეცურიანის, რამდენიმე მესიჯზე შევჩერდებით.
პირველი - ხეცურიანი ამტკიცებს, რომ კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობდა არჩევნების გაყალბებას გეგმავს.
„არჩევნებისთვის ყოველმხრივ მომზადებულნი ვართ და სამწუხაროა, რომ ამჟამინდელი ხელმძღვანელები, ხელს სხვადასხვა ხერხით გვიშლიან. მხოლოდ გამგეობის მიერ შემუშავებული საარჩევნო ხმების გადანაწილების სქემა რად ღირს? ამ შემთხვევაში, სამართლიანობის ყველა პრინციპია დარღვეული. ვერავინ გვპახუსობს, პროცენტების მინიჭებისას რა კრიტერიუმები იქნა გამოყენებული. ფაქტია, რომ რაღაც ორმაგი თუ სამმაგი სტანდარტი მოქმედებს და მაგალითად, ბავშვთა სპორტსკოლები საარჩევნო სუბიექტებს შორის, საერთოდ არ ფიგურირებენ. მიუხედავად ამისა, მტკიცედ გვჯერა, რომ სამართლიან გარემოში ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება და ფედერაციის კანდიდატს აუცილებლად დავამარცხებთ. ამ ფაქტს ხაზს განსაკუთრებით ვუსვამ და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ პაატა გურასპაული სწორედ მოქმედი ფედერაციის მიერ არის წარდგენილი. ეს ამბავი მთელმა საკალათბურთო სამყარომ იცის და ვწუხვარ, რომ ერთერთ სატელევიზიო ეთერში პაატამ ამის თაობაზე რამდენჯერმე იცრუა. სამწუხაროდ, გურასპაული ამ სპექტაკლის აქტიორად იქცა, რომლის ყველა დეტალი გაწერილია. მოქმედი პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის განცხადებაც, რომ მას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია კენჭს იყრის, თუ არა, აღნიშნულის ნაწილია"- ამბობს შიო ხეცურიანი.
მეორე მესიჯი, რის გამოც ხეცურიანი და მისი გუნდის წევრები თვლიან, რომ ფედერაცია, არჩევნების გაყალბებას შეეცდეება - 2017 წლის ივლისში ჩამოყალიბებული, "საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანებაა", რომელსაც ეროვნული ნაკრების მოქმედი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე თავმდჯომარეობს. გაერთიანებაში, საქართველოს სუპერლიგასა და "ა" ლიგაში მოასპარეზე 64 კალათბურთელა შესული. ორგანიზაციამ, ივლისში, თხოვნით მიმართა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რათა "საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანება" ფედერაციის სრულუფლებიან წევრად დაერეგისტრირებინა და მას ფედერაციის საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჰქონოდა. თუმცა, ფედერაციამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ორგანიზაციაში, რომელსაც გიორგი ცინცაძე ხელმძღვანელობს, სამოცზე მეტი კალათბურთელია გაწევრიანებული და მისი მიზანი მოთამაშეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. ნამდვილად კარგი იქნებოდა, რომ ის საარჩევნო სუბიექტად ეღიარებინათ, თუმცა, ფედერაციამ ამჯერადაც შენიღბულად იმოქმედა და როდესაც არჩევნების წინ, არასამართლიან გარემოზე ვსაუბრობ, სწორედ ასეთ ფაქტებს ვგულისხმობ.
"საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანებას" მხოლოდ განმეორებითი მიმართვის შემდეგ უპასუხეს, რომ მისი მოთხოვნა განხილული ვერ იქნება, რადგანაც თურმე ახალი სუბიექტების დამატება 15 მაისის მერე აკრძალული ყოფილა. ეს დედლაინი არსად ყოფილა დასახელებული, რაც ეჭვს გვიჩენს, რომ სწორედ მათთვის არასასურველი კანდიდატისთვის მხარდამჭერთა რიცხვის შემცირებისკენ არის მიმართული", - ამბობს შიო ხეცურიანი.
„შესაძლოა, გარედან არ ჩანდეს, მაგრამ პრობლემები ნამდვილად არ გვაკლია. თუ ვინმე იტყვის, რომ საქმე კარგად მიდის, ნამდვილად გამეცინება. უნდა გვესმოდეს, რომ ქართული კალათბურთი მხოლოდ ეროვნული ნაკრები არაა, რომელსაც ბოლო წლებში კარგი შედეგები აქვს. ჩემი აზრით, ბოლო ევრობასკეტზე ჩვენმა გუნდმაც სუსტი შედეგი აჩვენა და მხოლოდ ფინალურ ეტაპზე გასვლა წარმატებას ვერ ვუწოდებ, თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა. მთავარია, რომ ქართულ კალათბურთში სამართლიანობის პრინციპი არ დაირღვეს. იგივე "ქუთაისმა" საქართველოს თასის ფინალში იმარჯვა, თუმცა, კუთვნილი 50 ათასი ლარი გაუგებარ მიზეზთა გამო, ჯერაც არ მიუღია. საერთო ჯამში წინსვლა არაა და გვინდოდა მომავალ არჩევნებზე ჩვენი ანუ "საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანების" პოზიციაც დაგვეფიქსირებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ გვაძლევენ", - ამბობს გიორგი ცინცაძე.

და ბოლოს - ხარჯები, რომლის გასაჯაროებასაც წლებია ხან ერთი და ხან, ამჟამინდელი არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ითხოვენ, თუმცა ფედერაცია ამ ხარჯების გასაჯაროებისგან თავს იკავებს. დარღვეული მმართველობის პრინციპები, რთული ვითარება რეგიონებში, პრობლემები ბავშვთა კალათბურთში და ხელდახელ არსებულის (სუპერლიგა) არასათანადოდ პოპულარიზაცია - ყველა ეს ის ყბადაღებული თემებია, რომლებიც კალათბურთის ოჯახში, ადარდებთ, მაგრამ მათზე ხმამაღლა და საჯაროდ ლაპარაკისგან თავს იკავებენ.
„ცალკე უნდა ვთქვა ესპანურ "ბასკონიასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რონელიც ნამდვილად მავნებლურ ხასიათს ატარებს.ეს იმის კლასიკური ნიმუშია, როგორ გარიგებში არ უნდა შედიოდეს ნებისმიერი სპორტული ფედერაცია. გაუგონარი ფაქტია, როდესაც თანხის ჩადება უცხოელ ბავშვებში ხდება, ქართველთა შემთხვევაში კი, უბრალოდ მათი კოლონიზაციასთან გვაქვს საქმე. მილიონობით ევროს ვიხდით და ისიც არაა ზუსტად გაწერილი, ამით რა სარგებელს მივიღებთ. მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლებოდა, იგივე პრინციპით, ფედერაციას თანხა "ეფლის" აქციებში ჩაედო და ამონაგებს იქიდან დალოდებოდა. აქვე ვამბობ, რომ კანონმდებლობით, ფედერაციას ამის უფლება აქვს, თუმცა, ხომ არსებობს მორალი, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ქართველი ბავშვები უნდა აღზარდოს და არა - უცხოელები", - ამბობს შიო ხეცურიანი, თუმცა ეს საარჩევნო თემა არაა და სავარაუოდოდ, ნებისმიერი კანდიდატის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ჩვენც და „ახალი" ფედერაციაც კიდევ დავუბრუნდებით.
დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.





ჩვენ








