„დინამო თბილისი“ კიდევ ერთ სერბს იმატებს
„დინამო თბილისი“ კიდევ ერთ სერბს იმატებს
23.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღეში, თებერვლის დასაწყისში, საქართველოს ჩემპიონს „დინამო თბილისს" კიდევ ერთი სერბი ფეხბურთელი დაემატება. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს, „დინამო თბილისსა" და 29 წლის მილან რადინთან მიღწეული შეთანხების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სერბი ნახევარმცველი, ამჟამად, სერბეთის სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად აშშ- ში შეკრებაზე იმყოფება.


სერბი, სხვადასხვა წლებში, „ნოვი სადის", „მლადოსტის", „პარტიზანის", „აქტობესა" და „კორონას" რიგებში გამოდიოდა. ბოლოს კი სერბული სუპერლიგის „ინჯიაში" ასპარეზობდა. „დინამო თბილისთან" კი რადინმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.


სერბის ჩამოსვლამდე კი, „დინამო თბილისმა" , ბელექში მიმდინარე ზამთრის მოსამზადებელ შეკრებაზე პირველი სპარინგი გამართა და სერბულ „რადნიკს" შეხვდა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისის" მწვრთნელის ამპლუაში გიორგი ნემსაძის სადებიუტო მატჩში, რომელიც თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. სერბთა მხრიდან ერთ-ერთი გამონაკლისი შეტევის დროს, დინამოელთათვის გასული სეზონის სენმა, დაცვაში უყურადღებო თამაშმა კვალავ იჩინა თავი და მე-40 წუთზე ქართული გუნდის კარში გოლო გავიდა.




მომდევნო მატჩს „დინამო თბილისი" 26 იანვარს, ასევე სერბული კლუბის, ამჯერად, „ნაპრედაკის" წინააღმდეგ გამართავს.