საქართველო U17 – აზერბაიჯანი U17 2-2
საქართველო U17 – აზერბაიჯანი U17 2-2
18.11.2017
ავტორი:

თბილისში, ტექნიკურ ცენტ „ბასაზე" დღეს, საქართველოს ქალ 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებს უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა, უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 2-2 დასრულდა.  საქართველოს ნაკრებიდან გოლები ანასტასია ბოლქვაძემ და ნათია დანელიამ გაიტანეს.

19 ნოემბერს, ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი კვლავ „ბასაზე"გაიმართება. ქართველი 17-წლამდელებისთვის ეს 2017 წლის ბოლო თამაში იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გოგონებმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან, ევრო 2018 წლის ელიტრაუნდში გასვლა ვერ მოახერხეს, სფფ-ში ამ ასაკობრივ ნაკრებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველო, ქალთა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია. ამ ტურნირზე მონაწილეობას კი სწორედ, ის გოგონებით დაკომპლექტებული გუნდი მიიღებს, ვინც დღეს 17-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს.

აზერბაიჯანის ნაკრებთან 2 ამხანაგური თამაშისთვის, ქალთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ 20 გოგონა, 15-დან 20 ნოემბრის ჩათვლით შეკრიბა.  შეკრებაზე გამოძახებულები არიან: მეკარეები: სვეტლანა გაბელია (ქსკ „თბილისის თბილისი" ) , ლანა მჯავია (ქსკ „ლანჩხუთი); მცველები: ანა მინაძე (ქსკ „თბილისის თბილისი"), ანა ჯოჯუა (ქკს „ლანჩხუთი"),  ელენე რაუხი (ქსკ „თბილისის თბილისი" ), გვანცა ქადაგიშვილი (ქკს „ნორჩი დინამო"),  ნინო გურიელიძე (ქკს „ნორჩი დინამო"), მარიამ ხარგელია (ქსკ „მართვე"), ქეთევანი ცაავა (ქსკ „მართვე), ანა აკობიძე (ქსკ „ლედი გორი); ნახევარმცველები:  მეგი ეჯიბია (ქსკ „თბილისის თბილისი"), ანა წულაია (ქსკ „კოლხეთი-ხობი"), მეგი გოცირიძე (ქსკ „თბილისის თბილისი" ), ნათია დანელია (ქკს  „ნორჩი დინამო), ამია ბებია (ქსკ „ნორჩი დინამო"), მარიამ შეყლაშვილი (ქკს „ნორჩი დინამო"); თავდამსხმელები: მარიამ რომანჩუკი (ქკს „ლანჩხუთი); ლიზი მწყერაშვილი (ქსკ „ნორჩი დინამო"), ნათელა წოწერია (ქკს „ლანჩხუთი"), ანასტასია ბოლქვაძე (ქსკ „თბილისის თბილისი").

აქვე შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის განვითარების მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მეორე წელია ქალთა რეგულარულ ეროვნულ ჩემპიონატსაც ატარებს. მეორე წელია საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, ქუთაისის „მართვე" იგებს. 17-წლამდელთა ნაკრებში, ამ გუნდის 2 ფეხბურთელია გამოძხებული.