სანაძე მოედანს 32 ქულითა და 11 მოხსნით დაუბრუნდა
სანაძე მოედანს 32 ქულითა და 11 მოხსნით დაუბრუნდა
24.01.2021
ავტორი: ი.პ.

დუდა სანაძემ ფეხის ტრავმის გამო გასული 2 კვირა გამოტოვა და კატარის ჩემპიონატში მოასპარეზე "ალ ხორს" დაუბრუნდა. ეს მოხდა ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ადგილისთვის მატჩში, რომელშიც სანაძის გუნდი "ალ აჰლის" დაუპირისპირდა.


მატჩი დაძაბული გამოდგა და "ალ ხორის" გამარჯვებით - 80:72 დასრულდა. დუდა მატჩის MVP გახდა 32 ქულით. მან შეუცვლელად ითამაშა და 6 სამქულიანი ჩაუგდო მეტოქეს. სანაძემ უჩვეულოდ ბევრი, 11 მოხსნა მოაგროვა, რაც მატჩში ასევე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. მის ანგარიშზეა 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც. 


გარკვეული პაუზის შემდეგ კატარში სტარტს აიღებს თასის გათამაშება.