საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუსეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუსეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
25.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისში, სასტუმრო „მოხალისეში" შეიკრიბება და ევრო 2022-ის შესარჩევი ჯგუფის მორიგი მატჩისთვის მოემზადებიან. მორიგ შეხვედრას კი, ჩვენი ფეხბურთელები 2021 წლის 2 თებერვალს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, რომელიც აღნიშნული ტურნირის ერთ-ერთი სახასიათო გუნდია და ფინალშიც რამდენჯერმე აქვს მატჩი ჩატარებული.


„26 იანვრიდან ყველა შემოგვიერთდებიან ბიჭები, მოგეხსენებათ, ახლა არის დიდი პაუზა და ყველამ უნდა მოახერხოს ჩამოსვლა, რაც ნიშნავს, რომ 26 თებერვლიდან მთელი დატვირთვით მოვახერხებთ ვარჯიშებს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.GE-სთან საუბარში.


შეგახსენებთ, რომ ევრო 2022-ის ფინალზე გასავლელად, საქართველოს ნაკრებს ჯერ საკვალიფიკაციო ჯგუფის მოგება დასჭირდა, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, თბილისში წარმატებით მოახერხა. ამის შემდეგ კი, ჩვენი ნაკრები უეფა-ში გამართული წილისყრის შემდეგ, მე-2 ჯგუფში მიხვდა, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთის, რუსეთისა და სომხეთის ნაკრებები არიან.


მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, გუნდები ერთმანეთს გასვლა-სახლის პრინციპით უპირისპირდებიან. ჩვენს ჯგუფში, ამ მომენტისთვის, მხოლოდ ერთი მატჩია ჩატარებული, რომელიც ავთანდილ ასათიანის ბიჭებმა საფრანგეთში, მეტად დაძაბულ დაპირისპირებაში ფრედ 4-4 ითამაშეს და ამ მომენტისთვის, ჯგუფში ლიდერებიც არიან. 


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, უეფა-ს გვერდის ინფორმაციით საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი 19:00 არის დაგეგმილი. თუმცა, კორონა ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების და ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა, დიდი ალბათობით, მაყურებლის გარეშე ჩაივლის.


ასევე იხილეთ სტატია