
საქართველოს ნაკრებში ძიუდოში, ბაკურიანში, 2021 წლის შეჯიბრებისთვის მზადებას აგრძელებს. უახლოესი ტურნირი, 18-20 თებერვლის ჩათვლით, ისრაელში იგეგმება.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ტურნირში მონაწილეობის სურვილი 42 ქვეყნის 198 სპორტსმენს აქვს გამოთქმული. ტურნირამდე, 3 კვირით ადრე, მონაწილეთა შორის ჯერ-ჯერობით არ არის საქართველოს.
TSFF.GE-სთვის ცნობილია, რომ თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოდანაც მიიღებენ ძიუდოისტები მონაწილეობას. თუმცა, თუ კონკრეტულად რომელი სპორტსმენები გაემგზავრებიან ისრაელში და რამდენი ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი თელ-ავივის გრან სლემზე ჩვენი ქვეყანა, ამ მომენტისთვის საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში არ აკონკრეტებენ.
მანამდე კი, დოჰას მასტერსის დასრულების შემდეგ, IJF-მა მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელის მიხედვით ვარლამ ლიპარტელიანი -100კგ წონითი კატეგორიის ლიდერი გახდა.
ტატო გრიგალაშვილი -81კგ წონით კატეგორიაში მესამე პოზიციაზეა. -66კგ-ში მეორეა ვაჟა მარგველაშვილი. ხოლო -90კგ-ში ბექა ღვინიაშვილი მეხუთეზეა, ლაშა ბექაური - მერვეზე. +100კგ-ში მესამე ადგილზეა გურამ თუშიშვილი.
სრული რეიტინგი





ჩვენ








