
საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ" სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ კლუბმა, ყველა დავალიანება დაფარა და ახალი სეზონისთვის მზადებასაც იწყებს.
„ტორპედო" ქუთაისმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული დავალიანება სრულად დაფარა. გუნდმა მოახერხა და გაისტუმრა ყველა ფინანსური ვალდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა. კლუბი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე შეხვდება!
ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. განსაკუთრებული მადლობა იმერეთის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, აგრეთვე ქუთაისის მერ ბატონ იოსებ ხახალეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს ბატონ დავით ერემეიშვილს, მერის მოადგილეს ბატონ ირაკლი ქარქაშაძეს, მერის მოადგილეს ბატონ იუზა უგულავას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდს",- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ჩვენი გვერდისთვის კი, ცნობილი ხდება, რომ იტალიელი ინვესტორები „ტორპედოსთან" კვლავ მჭიდრო კავშირზე არიან და კლუბის მიმართ, დაინტერესებას კვალავ გამოხატავენ. თუმცა, სხვა რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებზე, „ტორპედოში" ამ მომენტში არ საუბრობენ.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ ფეხბურთელებთან გააფორმებს ყველაზე ტიტულოვანი იმერული კლუბი ახალი სეზონიდან ხელშეკრულებებს. ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც, ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდები უკვე მეორე კვირაა ახალი სეზონისთვის ემზადებიან, ქუთაისის „ტორპედოს" ჯერ სავარჯიშო პროცესი არ განუახლებია.





ჩვენ








