პეკინი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება
პეკინი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება
26.01.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება წარმატებით მიმდინარეობს.


„ჩინეთის მთავრობის დიდი ყურადღების და ჩინელი ხალხის მხარდაჭერით, ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, პანდემიის გავლენის მიუხედავად, მეტად წარმატებით მიმდინარეობს," - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა თომას ბახმა.


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპურ თამაშებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს დროულად დაასრულებს.


„დარწმუნებული ვარ, ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერით ჩინეთი შეძლებს და ყველა მოსამზადებელ სამუშაოს ვადებში დაასრულებს და უზრუნველყოფს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში სრული წარმატებით დაგვირგვინდეს," - აცხადებს სი ცზინპინი.


პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.