
დაახლოებით ერთ თვეში, ბაკურიანი, 2021 წელს სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ რამდენი გაივლის საქართველოში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობისთვის რეგისტრაციას. თუმცა, ცნობილია, რომ ასპარეზობის ყველა მონაწილემ, მკაცრად უნდა დაიცვას FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლი და ის რეგულაციები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში, შეჯიბრის მასპინძელ ქვეყანაში იქნება აქტუალურ.
სამი დღის მანძილზე, 26, 27 და 28 თებერვალს, საქართველო, კერძოდ კი ბაკურიანი, სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა ყურადღების ცენტრში იქნება. ქართველი ქომაგისთვის კი, განსაკუთრებით საინტერესო იქნება 28 თებერვლის შეჯიბრი, რადგან შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში, ქართული სპორტული კურორტი, პირველად უმასპინძლებს.
სკი-კროსის შერეული ნაკრების შეჯიბრში თითო ქვეყნის ნაკრებიდან 2 გოგო და 2 ბიჭი მონაწილეობს. კლასიკურ სკი-კროსის ანალოგიურად, ამ დისციპლინაშიც 4 სპორტსმენი დაეშვება ერთდროულად. თუმცა, შეჯიბრი ესტაფეტის პრინციპს მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ სანამ ერთი გუნდის წევრი ფინიშს არ გადაკვეთს, მეორე სტარტს ვერ აიღებს.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით კი, ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან სათხილამურო ღონისძიებები მხოლოდ სკი-კროსის ეტაპით არ დასრულდება.





ჩვენ








