ეროვნული ლიგა 27 თებერვლიდან აიღებს სტარტს
ეროვნული ლიგა 27 თებერვლიდან აიღებს სტარტს
28.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 2021 წლის საფეხბურთო სეზონი 27 თებერვლიდან განახლდება. სწორედ, ამ დღეს გაიმართება ეროვნული ლიგის პირველი ტურის პირველი ორი მატჩი. თბილისში, „დინამო არენაზე" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი წყალტუბოს „სამგურალს" დაუპირისპიდება. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით ეს მატჩი 18:00 არის დაგეგმილი.


ამავე დღეს, ქუთაისში, 20:00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედოსა" და ბათუმის „დინამოს" მატჩიც არის დაგეგმილი. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს, ყველაზე ტიტულოვანი იმერული კლუბი, ვინაიდან გუნდი 13-მა ფეხბურთელმა დატოვა.


„კლუბი 13 ფეხბურთელს, დემეტრე ბულისკერიას, ლაშა კასრაძეს, ვანია მარკოვიჩს, ზაზა ციცქიშვილს, ივან ბობკოს, ვიტალი პონომარს, გიორგი ჯანელიძეს, გიორგი ივანიშვილს, ბექა ტუღუშს, თორნიკე გრიგალაშვილს, გურამ ადამაძეს, ანდრო გიორგაძეს, ოთარ კობახიძეს დაემშვიდობა. მათ გუნდთან არსებული ხელშეკრულება ამოეწურათ.

,,ტორპედო" ქუთაისი ფეხბურთელებს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალ, პროფესიულ საქმიანობაში.

კლუბი ახალ ფეხბურთელებთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, აქედან გამომდინარე სულ მალე ახალწვეულებს წარვადგენთ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ტორპედო" სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.


კიდევ ერთ მნიშვნელობანი დეტალი, მაშინ როცა, ეროვნული ლიგის გუნდებს, თითქმის სამი კვირაა ახალი სეზონისთვის მზადება აქვთ დაწყებული, „ტორპედომ" მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაფარა საბოლოოდ დავალიანება. თუმცა, კლუბის ფინანსური ბედი, ბოლომდე ცნობილი არაა და ამ ეტაპზე, ვერც ფეხბურთელების შენარჩუნება მოხერხდა. ასე, რომ რა შემადგენლობით შეხვდება „ტორპედო" სასტარტო მატჩში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონს ჯერ გაურკვეველია.


ეროვნული ლიგის გათამაშების საწყისს მატჩებს, საშინაო მატჩებზე არის ლაპარაკი, საკუთარ სტადიონებზე ვერ ჩაატარებენ ბათუმის „დინამო", ქობულეთის „შუქურა" და წყალტუბოს „სამგურალი". ყოველ შემთხვევაში, გია გეგუჩაძის „დინამო" პირველ საშინაო შეხვედრას, მეორე ტურში, ყველა ვარიანტში გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე ითამაშებს და ქობულეთის „შუქურას" მიიღებს. აი, თავად „შუქურა" კი, ისევე როგორც „სამგურალი", საწყის ეტაპზე საშინაო მატჩებს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავენ.


პირველი წრის კალენდარი