
თბილისსა და ბათუმში, დღეს, საქართველოს თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ სამი მატჩი გაიმართა.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, თავდაპირველად ერთმანეთს, „ვერა" და „ოლიმპი" შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს, „ვერამ", რომელმაც რამდენიმე დღის წინ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ფინალი ითამაშა ქუთაისში, ძალები სათანადოდო ვერ აღიდგინა და მხოლოდ შეხვედრის მიწურულს, შეძლო ბოლო პერიოდის მოგება, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. „ოლიმპმა", ¼ ფინალში გასასვლელად, მოახერხა სტაბილურად ჩაეტარებინა მთელი შეხვედრა და ანგარიშში თანმიმდევრულად დაწინაურება 16-22, 14-18, 20-23 და მხოლოდ მეოთხე მეოთხედში, მისცა თავს ოდნავ მოდუნების საშუალება, თუმცა, თამაში 74-81 მოიგო მარცხის მიუხედავად, ამ მატჩში, ორივე გუნდში, ყველაზე შედეგიანი „ვერას" მოთამაშე ჯოშუა ჰავლი იყო, რომელმაც 22 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.
დღის მეორე შეხვედრა ბათუმში ჩატარდა. ადგილობრივი „ბათუმი", თბილისის „დინამოს" დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით 78-80 დამარცხდა. მატჩის პირველი მეოთხედი ფრედ 23-23 დასრულდა. თუმცა, ამის შემდეგ, მასპინძლებმა მოახერხეს, 12 ქულით დაწინაურება და თბილისელებიც დილემის წინაშე ჩააგდეს, რომელიც, მუჰამედ ტაჩის შეგირდებმა, დარჩენილ ორ პერიოდში მშვიდად და აუღელვებლად გადაჭრეს. ჯერ 21-26 მოიგეს პერიოდი, შემდეგ კი 12-21 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ანგარიში საყაიმო იყო, 73-73. თუმცა, აქ, სროლები არ წაუვიდათ მასპინძლებს. „დინამომ" კი, ჯერ ნიკოლოზ გაფრინდაშვილის 3-ქულიანის, შემდეგ კი, ლუკა ბულაშვილის 2-ქუილიანით დაწინაურება და მატჩის მიწურულს, ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვება მოახერხა. დარჩენილ 2 წუთნახევარში კი, გუნდებმა 2-2 ქულა გაცვალეს და ისიც თითი-თითო საჯარიმოთი შემატეს გუნდებს ქულები. ორივე გუნდში, 26 ქულით, ყველაზე შედეგიანი ახალგაზრდა დინამოელი, ლუკა ბულაშვილი იყო.
საქართველოს თასის გათამაშების მეორე საასპარეზო დღის ბოლო მატჩი კი, კვლავ თბილისში გაიმართა. ოლიმპიურ სასახლეში, „ზესტაფონი" და „თსუ" დაუპირისპირდნენ. იმერელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სუპერლიგაში, ერთ-ერთ უხერხულ მეტოქეს, მათ სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველი და ბოლო პერიოდებიც კი მოიგეს, ყველაზე მეტი, 33 ქულაც, ზესტაფონელთა მე-5 ნომრის, ჯეიმს ფლემინგის ანგარიშზეა. თუმცა, დღეს, ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი თსუ-მ 91-99 მოიგო.
ხვალ, 29 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის მატჩები გაიმართება:
„მეგა"-„რუსთავი"
„კავკასია"- „ქუთაისი"
„ტიტები"-„მგზავრები"
მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია (ვიდეო ლაივ-სტრიმი) ხილვა, კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე, იქნება შესაძლებელი - gbf.ge/LiveStream





ჩვენ








