იქ, სადაც ჩვენ არ ვართ...
იქ, სადაც ჩვენ არ ვართ...
29.01.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილი ვაკანტურია და გუნდმაც, გასული წლის შემოდგომაზე ევრო 2020-ზე მოხვედრის რეალური შანის ხელიდან გაუშვა, საქართველოში რამდენ ქვეყანაში ჩატარდება ევროპის გადადებული ჩემპიონატი ორში, ე.წ. „ბაბლის" სახით, როგორც შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაცია ითხოვს, თუ, 12-ში, ისე, როგორც ეს უეფა-მ თავიდან თქვა, დიდად არ აღელვებთ. თუმცა, იმაში, რომ ევროპის ჩემპიონატის ხილვა ყველას უნდა, აზრთა სხვადასხვაობა არაა.


უეფა-ც, ერთი წლით გადადებული ევროპის ჩემპიონატისთვის აგრძელებს მზადებას. მიმდინარე კვირაშიც, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ თორმეტივე ქვეყანასთან სამუშაო თათბირი გამართა. ჩემპიონატი იმ ვადებში და თარიღებში გაიმართება, რომლის შესახებაც უეფა-მ არაერთგზის განაცხადა. თავის მხრივ, მასპინძელი ქვეყნებიც ხვდებიან, კორონა ვირუსთან დაკავშირებული მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენად მოქნილი უნდა იყო ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის ის საკითხებიც, რომელთა წინაშეც კონკრეტული ქალაქები თუ ქვეყნები დადგნენ.


„უეფა, აპირებს „ევრო 2020" ჩაატაროს წინასწარდაგეგმილ 12 ქალაქში. ევროპის ჩემპიონატი, ეს არის ფლაგმანი საფეხბურთო ტურნირი ყველა ევროპული ნაკრებისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მასობრივი ფეხბურთს და სახეობის შემდგომი განვითარებისთვის.


მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ რაც ვუახლოვდებით ტურნირს, ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია, დიდი ალბათობით, მკვეთრად შეიცვლება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორგანიზატორ ქალაქებს და მათ მთავრობებს, მივეცით რაც შეიძლებოდა მეტი დრო, რათა მიიღონ ზუსტი სურათი, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ივნისსა და ივლისში.


გულშემატკივარი, ეს არის უდიდესი წილი იმისა, რაც ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის და ეს, მართებულია, როგორც „ევრო"-ს ასევე, ნებისმიერი მატჩის მიმართ. ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალური სივრცე იმისთვის, რომ გულშემატკივარი სტადიონებზე დაბრუნდეს", - აღნიშნა ალექსანდრ ჩეფერინმა, უეფა-ს პრეზიდნტმა.


ბუნებრივია, ფეხბურთი მაყურებლის გარეშე, კი წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ პანდემიამ, აქაც თავისი წესები შეიტანა და ახლა, უეფა-მ ევროპის ჩემპიონატზე სტადიონებზე გულშემატკივრის დაშვების საკითხის განხილვა აპრილამდე გადაიტანა. უეფა-ში იმედოვნებენ, რომ აპრილამდე კორონა ვირუსთან დაკავშირებით, კიდევ რაღაც შეიცვლება, ასე, რომ ამ დროისთვის, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებსაც გულშემატკივრის სტადიონებზე შეშვებასთან დაკავშირებით, უფრო ხელჩასაჭიდი არგუმენტები ექნებათ.




სტატია მომზადებულია UEFA.COM-ის მიხედვით