
საქართველოს თასის გათამაშებაზე 29 იანვარს, მორიგი სათამაშო დღე იყო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 1/8 ფინალური 3 მატჩი ჩატარდა და რამდენიმე მეოთხედფინალისტის ვინაობაც გაირკვა. თუმცა, ¼ ფინალისტები, ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგად არ გარკვეულან. თსუ-მ და ცხუმ-აფხაზეთის გუნდებმა, გათამაშების მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ვადაზე ადრე მოიპოვეს და ესეც იმიტომ, რომ 1/8 ფინალში, მოწინააღმდეგე გუნდებმა „ზესტაფონმა" და „ბურჯმა" სათასო შეხვედრის პირველ დაპირისპირებაში, ათამაშა კალათბურთელები, რომლებსაც ძველი კლუბებიდან განთავისუფლების ფურცელი არ ჰქონდათ. დებულების მიხედვით კი, ასეთი შემთხვევა, ტექნიკური წაგების ტოლფასია, უფლების ჩამორთმევით, რაც ფლეი-ოფში ავტომატურ წაგებას ნიშნავს. შესაბამისად, აღარც საპასუხო მატჩი გაიმართება. შესაბამისად, „ცხუმ-აფხაზეთი", „ტიტები"- „მგზავრებს" შორის გამარჯვებულს უნდა დალოდებოდა ¼ ფინალში. თსუ კიდევ, „რუსთავი"-„მეგას" შორის გამარჯვებულს დაუცდის.
დღეს, ერთ-ერთ მატჩში, სწორედ, „ტიტები" და „მგზავრები" შეხვდნენ ერთმანეთს და ორი რაუნდის შემდეგ, ამ გუნდებს შორის საყაიმო ანგარიშია, 1-1. თუმცა, ტურნირის დებულების თანახმად, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება, „ტიტებს" დარჩათ, რადგან ორი შეხვედრის ჯამში, ბურთების საუკეთესო შეფარდება (საქართველოს თასის გათამაშების 2021 წლის დებულება, მუხლი 4 (4.3), სწორედ, მათ მხარეს იყო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ამ გუნდები შეხვედრა, „ტიტების" უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 71-58 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში, „მგზავრებმა" იმარჯვეს ერთბურთიანი სხვაობით 61-60. შესაბამისად, საქართველოს თასის ¼ ფინალში, „ცხუმ-აფხაზეთი", სწორედ „ტიტებს" დაუპირისპირდება.
ანგარიშით, 81-92 დაამარცხა „რუსთავმა" „მეგა". საინტერესოა, რომ მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერ გუნდს, ქვედა ლიგის წარმომადგენელმა „მეგამ", ორი პერიოდიც კი მოუგო, საწყისი, და მე-3, თანაც ერთნაირი ანგარიშით 23-21. თუმცა, ანატონლი ბოისას გუნდმა, ორივე ტაიმი და შესაბამისად მატჩიც მოიყო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. ეს გუნდები, საპასუხო შეხვედრაში რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში, 15:00 საათზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
დღევანდელი დღის მესამე შეხვედრაში, „კავკასიამ", „ქუთაისი" მიიღო და მხოლოდ, 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა 75-85. აღსანიშნავია, რომ კოტე ტუღუშის გუნდი, „ქუთაისი", პანდემიით გამოწვეული შესვენების დასრულების შემდე, საკალათბურთო ცხოვრებას ყველაზე მობილიზებული და აქტიური დაუბრუნდა. გუნდმა, 2020-2021 წლების სეზონზე, უკვე მოახერხა ჯერ დუდუ დადიანის მემორიალის, შემდეგ კი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის მოგება, მიმდინარე სუპერლიგასაც 19-19 ქულით, „რუსთავთან" ერთად უდგას სათავეში და დიდი შანსი აქვს, საქართველოს თასის გათამაშებაშიც, მიაღწიოს წარმატებას. თასის პირველი ეტაპის პირველ მატჩში კი, ქუთათურებმა, მხოლოდ ერთ, ბოლო პერიოდში მისცეს თავს მოდუნების საშუალება და მოწინააღმდეგეს, 12-ქულიანი სხვაობა 5 ქულამდე დააყვანინეს. მიუხედავად ამისა, იმერულმა კლუბმა, 1/8 ფინალის პირველი მატჩი მოიგო და ¼ ფინალს მიუახლოვდა.
ხვალ, 30 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს თასის 1/8 ფინალის კიდევ 2 მატჩი გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
„ოლიმპი" - „ვერა"
„კაკტუსი"-„ორბი"
შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩებზე გულშემატკივარი არ დაიშვება. თამაშების პირდაპირი ტრანსლაციის (ვიდეო ლაივ-სტრიმი) ხილვა კი კალათბურთის ფედერაციის გვერდის მეშვეობით, მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი gbf.ge/LiveStream





ჩვენ








