
ის, რომ საჩხერის „ჩიხურა" მიმდინარე საფეხბურთო სეზონში აქცენტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე და შედეგად, ამ თასის მოგების შემთხვევაში, ევროთასებზე ასპარეზობას შეძლებდა, შესაძლოა 2 დეკემბერს, თასისი ფინალის დღეს, ჩაიფუშოს. „ჩიხურა" კი ევროტურნირების მიღმა დარჩეს. ამის თქმის გარანტიას, თუნდაც ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ის კალენდარული შეხვედრა იძლევა, რომელშიც „ტორპედომ" თბილისში, დაამარცხა ამ წყვილის ნომინალური მასპინძელი საჩხერის „ჩიხურა". ფაქტია, რომ იმერულ დერბიში, ქუთისელები, აშკარად უკეთ გამოიყუებოდნენ და ეროვნული ლიგის ამ მატჩში, დამსახურებულად გაიმარჯვეს.
34-ე ტურის 2 შეხვედრა ერთსა და იმავე დროს 14:00 დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუკი „შუქურა" გამარჯვებას მოახერხებდა, ხოლო „კოლხეთი 1913" დამარცხდებოდა, გუნდებს შორის ქულებში სხვაობა და აქედან გამომდინარე გადათამაშების ზონაში მოხვედრის თეორიული შანსს კვლავ დაიბრუნდებდა ქობულეთის „შუქურა". თუმცა, ამ ტურში, „კოლხეთი 1913"-ისზ, უმოტივაციო, განაღდებული ბრინჯაოს მფლობელი „სამტრედიისგან" განსხვავებით, ერთი სეზონის მანძილზე, 4-ჯერ გადახალისებულ თბილისის „დინამო", რომელმაც ქუების წონადი ბალანსი, სწორედ ამ ცვლილებების გამო გაანიავა და ახლა, აკადემიიდან „ამოყვანილი" ფეხბურთელებით უწევს სეზონის დასრულება, ამ ტურში გამარჯვების და ქუთაისის „ტორპედოსა" და „ჩიხურას" მატჩის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, ქყეყნის ჩემპიონობას ვადამდე ადრე გაიფორმებდა.
„სამტრედია" - „კოლხეთი 1913" 5-0
სამტრედიელები, რომლებიც საჩემპიონო ბრძოლას კარგა ხანია ჩამოშორდნენ, მესამე ადგილი გაინაღდეს და ახლა, ამ ადგილით ევროთასებზე თამაში გარანტირებული აქვთ, ბოლო მატჩებს, საჩემპიონო პრესტიჟისა და თავმოყვარეობისთვის თუ ითამაშებენ მთელი ძალით. თუმცა, ამას მოგებისთვის და ასევე საკუთარი უპირატესობის მისათითებლად, მოტივირებული უჩა სოსიაშვილი ემატება, რომელიც გორის „დილას" მწვრთნელობისა და სერიოზული პაუზის შემდეგ, სეზონის ბოლოს, უკვე, „სამტრედიას" ჩაუდგა სათავეში. ასე, რომ ფეხბურთელებს თუ არა, მწვრთნლეს, ჯერ, ამ გუნდში დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ.
„სამტრედია", მთელი მატჩის გამავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, ნიკოლოზ საბანაძემ ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. პირველ ტაიმში სამტრედიელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს მაიკლ ოლაიტანმა მეორე გოლი გაიტანა და სამტრედიელები 2-0 დააწინაურა. მერე ტაიმის დასაწყიში კი დუბლიც გაიფორმა. მომდევნო გოლიც, სამტრედიელი ლეგინეის ანგარიშზეა, ამჯერად ანტე გიიმ გაზარდა ანგარიში. და ბოლოს, მე-5 გოლი გიული მანჯგალაძეს ეკუთვნის.

„შუქურა" - „დინამო თბილისი" 0-1
„დინამო თბილისის" ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა 16 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სანაკრებო პაუზის შემდეგ, მე-2 დღეა გუნდის წვრთნას შეუერთდა. ლევან გეგეჭკორის გრძელი გადაცემის შემდეგ, კვარაცხელიამ მარტივად შესძლო ჯერ გიორგი კახელიშვილის გვერდის ავლა, შემდეგ მეორე მცველის მოტყუებაც და ბურთი „შუქურას" კარის მარცხენა მაღალ კუთხეში გადააგზავნა. 79-ე წუთზე გატანილი გოლი ერთად-ერთი აღმოჩნდა ამ მატჩში. თუმცა, შეხვედრის დაწყებისთანავე, ჯერ მე-3 წუთზე აკაკი შულაიას, ცოტა ხანში კი ლაშა ქოჩლაძეს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის საშუალება. ამ ტაიმშივე, ჯერ ბექა მიქელთაძეს, შემდეგ კი ბექა ქავარაძეს ჰქონდათ ქობულეთელთა კარის აღების საშუალება, თუმცა მათი დარტყმები არაზუსტი იყო.
პირველ ტაიმში, მიუხედავად, საყაიმო ანგარიშისა, დინამოელები, როგორც მოსალოდნელი იყო სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ისევე, როგორც მთლიანად მატჩში. თუმცა, კარის მიმართულებით დინამოელთა დარტყმულებს სიზუსტე აკლდათ. 74-ე წუთზე უკვე ზუკა დავითაშვილის დარტმული მოიგერია ვლადიმერ მელნიჩენკომ, დამატებაზე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კიდევ, 4 წუთში თბილისელთა მასირებულმა შეტევებმა საბოლოო შედეგი გამოიღო, ხვიჩა კვარაცხელიმ გოლი გაიტანა. „დინამომ", საჩემპიონო ბრძოლაში, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, გუნდის ჩემპიონობა ბათუმის „რაგბი არენაზე", მინიმუმ ერთი ტურით გადაიდო და ამის მიზეზი, თბილსში, „მიხეილ მესხზე" გამართული თამაშია.
„ჩიხურა" - „ტორპედო" 1-3
როგორც თავში ავღნიშნეთ, ეროვნულ ლიგაზე უღიმღამო თამაშის გამო „ჩიხურა" შესაძლოა, საერთოდ, ევროტურნირების მიღმა დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, „ტორპედო", რომელიც მთელი სეზონია სტაბილურად ასპარეზობს, 2 დეკმებერეს, გორში, საჩხერლებს, თასს ასე, უბრალოდ არ დაუთმობს. ამ იმერულ წყვილში, წლევანდელი დაპირისპირებები, შეიძლება ითქვას, დიდი მოულოდნელობებით არ დასრულებულა, თუ არ ჩავთვლით ქუთაისში, 25-ე ტურის მატჩს, როდესაც „ჩიხურამ" „ტორპედო", სტუმრად, 0-2 დაამარცხა. აქვე შეგახსენებთ, რომ „ჩიხურას" რამდნიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია, კლუბის ბოსნიელი მეკარე ჰამზიჩი კი ტრავმის შემდეგ, მისთვის ჩვეულ ფორმას ჯერ ისევ ვერ დაუბრუნდა.
მიუხედავად ამისა, თითქმის ცარიელ მიხელ მესხზე გამართულ იმერულ დერბში, მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. საერთო ჯამში, შეხვედრაში გატანილი 4 გოლიც ამაზე მეტყველებს. ტრადიციულად, ქუთაისელთა შორის გრიგოლ დოლიძეს გამოვარჩევდით. 3 გატანილი გოლიდან, ერთი სწორედ მის ანგარიშზეა. დოლიძემ, შეხვედრის 25-ე წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმის 55-ე წუთზე სოსო ფრუიძის შეგირდებმა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. გოლი თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა. კიდევ 4 წუთში, 59-ე წუთზე, საჩხერლებმა გოლი კი გაიტანეს, მხოლოდ საკუთარ კარში - თორნიკე კაპანაძის გადაცემის შემდეგ, ჰამზიჩმა და ლაშა ჩიკვაიძემ, ერთმანეთს ვერ გაუგეს. საბოლოოდ, „ჩიხურას" კარში, გოლი, სწორედ ჩიკვაიძისგან გავიდა. ამ შეხვედრას, წერტილი ლევან კუტალიამ დაუსვა. 70-ე წუთზე გატანილი მისი გოლი, ბოლო იყო იმერულ დერბიში. ამ მატჩის შემდეგ, ეროვნული ლიგის საჩემპიონო დუელში, „დინამოსა" და „ტორპედოს" შორის სხვაობა კვლავ 4 ქულაა. თუმცა, უკვე მომდევნო ტურში, შესაძლოა ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა გაირკვას.

„დილა" - „ლოკომოტივი" 2-1
გიორგი ფაცულაია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უგუნდოდ იყო და შემდეგ ფორმაში შესვლას ცდილობდა, სეზონის ბოლოს, რამდენიმე თამაშია ზედიზედ ახერხებს გორელების გახარებას. თენგიზ ბურჯანაძეზე სწორედ, გიორგი ფანცულაიას გატანილმა გოლებმა 25-ე და 53-ე წუთებზე, „დილას" ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაანაღდებინა. ამ ტურში, გორელთა მეტოქეს, თბილისის „ლოკომოტივს" კი დარჩენილ 2 ტურში, მხოლოდ მოგება და სატურნირო ცხრილის წინა საფეხურზე მყოფი „საბურთალოს", ორივე თამაშში დამარცხება აძლევს თერიულ შანსს, რომ გათამაშებაში, მე-4 საფეხურზე აიწიოს და 2 დეკემბერს დაელოდოს. თუკი „ლოკომოტივი" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გავა და 2 დეკემბერს, დავით ყიფიანის თასს „ტორპედო" აიღებს, ევროტურნირებზე „ლოკომოტივი" დაიწყებს ასპარეზობას.
თუმცა, ეს მხოლოდ გათვლებია. მანამდე კი გასვლაზე, „ლოკომოტივმა" მნიშვნელოვანი თამაში წააგო. აღსანიშნავია, რომ ფანცულაიას მსგავსად, ბოლო თამაშებია სტაბულურად დგას გორელთა კარში გიორგი ბეგაშვილიც, რომელმაც ამ მატჩშიც გორელთა კარი, რამდენიმე გოლისგან იხსნა. ერთხელ პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც ბეგაშვილმა გიორგი დიასამიძის დარტყმული მოიგერია და მატჩის მიწურულს. ირაკლი სიხარულიძის არყოფნაში, „ლოკომოტიველთა" შორის თავი 59-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ გამოიჩინა და ანგარიში 1 ბურთით გაქვითა. თუმცა, ამ დღეს, ლოკომ ამის მეტი ვეღარ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის გოლეადორმა ტრავმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას მიიღო და „ლოკომოტივს" 34-ე ტურში ვერ დაეხმარა. დისკვალიფიკაციის გამო კი, გორელებთან დაპირისპირება გამოტოვა მამუკა კობახიძემ. კიდევ ერთი მომენტი, „დილა"-„ლოკომოტივის" დაპირისპირება გამოდგა ამ ტურის ერთად-ერთი მატჩი, რომელშიც ფეხბურთელი გააძევეს. გიორგი ყრუაშვილმა 2 გაფრთხილების გამო, მოედანი გოდერძი მაჩაიძეს დაატოვებინა, თუმცა „დილას" მსგავსად მალე კაცნაკლული დარჩა „ლოკომოტივიც". თბილისელებს, გიორგი დიასამიძე დაემტვრათ. გიორგი დევდარიანს, კი ყველა შევცლა გამოყენებული ჰქონდა. ასე, რომ ორივე გუნდმა მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა.

„ბათუმი" - „საბურთალო" 1-2
ორი განსხვავებული ტაიმი, ბათუმის რაგბი არენაზე, ამ დღეს გამართულ მეორე და ტურის ბოლო შეხვედრაში, ბათუმის „დინამოსა" და თბილისის „საბურთალოს" შორის. ბათუმელებმა, გოლი მატჩის დებიუტშივე გაიტანეს. მე-3 წუთზე ანგარიში ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა. მასპინძლებმა, პირველივე კუთხური ეფექტურად გამოიყენეს. ბათუმელების აქტიურობით დაიყწო მეორე ტაიმიც, თუმცა საბურთალოელებმა 4 წუთში თამაშის ბედის შემოტრიალება შეძლეს. 56-ე წუთზე ჯერ ნდუე მუეცი ახერხებს ანგარიშს გათანაბრებას, ხოლო მე-60 წუთზე, გიორგი ხარაიშვილის მიერ შორეულ ძელთან, ჩაწოდებულ ბურთს, ზუსტად აგზავნის კარში დავით ვოლკოვი. ბათუმელებმა, დარჩენილ დროში, ვეღარ მოახერხეს ანგარიშის შეცვლა და ახლა, უძლიერესთა შორის დასარჩენად, გადათამაშება მოუწევთ.
***
და ბოლოს, ეროვნული ლიგის მორიგი 35-ე ტურის მატჩები 22 ნოემბერს გაიმართება. თამაშები, 5 სტადიონზე, ერთსა და იმავე დროს, 14:00 დაიწყება. გორში, „დილა" - „შუქურას" უმასპინძლებს, თბილისში, მიხეილ მესხზე „ლოკომოტივი" - „სამტრედიას", ფოთში - პარკი არენაზე „კოლხეთი 1913" „ჩიხურას" დაუპირისპირდება, თბილისში კი, კიდევ ერთი შეხვედრა შედგება - დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „საბურთალო" - „დინამოს" უმასპინძლებს.





ჩვენ








