
საქართველოს რაგბის კავშირის COVID 19-ის რეგულაციების შესაბამისად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის მე-5 (ბოლო) ტურის, საქართველო-რუსეთის მატჩზე (7 თებერვალი, 15:00, მ.მესხის სტადიონი) მედია საშუალებების წარმომადგენლები არ დაიშვებიან.
წინა სამატჩო და მატჩის შემდგომი პრესკონფერენციები ვირტუალურად, ZOOM-ის მეშვეობით გაიმართება:
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია მატჩის დასრულებიდან 30 წუთის შემდეგ დაიწყება. პრესკონფერენციას გამართავენ გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები. პრესკონფერენციის განრიგი და ონლაინ ბმული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მატჩის წინა დღეს;
მედია საშუალებებისთვის ასევე დახურული იქნება კაპიტნის ვარჯიშები. წინა სამატჩო პრესკონფერენცია გაიმართება შაბათს, 6 თებერვალს ასევე ZOOM-ის მეშვეობით, რომლის განრიგიც და ონლაინ ბმულიც წინა დღეს გავრცელდება;
საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიშს გადაიღებს გუნდის ოპერატორი და კადრები ხელმისაწვდომი იქნება ყველა მედია საშუალებისთვის.
მატჩის პიირდაპირი რეპორტაჟი ტელეკოპანია იმედზე გაიმართება





ჩვენ








