
ამერიკის სტუდენტური ლიგის მესვეურებმა კარლ მელოუნის პრიზის მოსაპოვებლად 10 კანდიდატს შორის სანდრო მამუკელაშვილი დაასახელეს. Karl Malone Award-ის გამარჯვებული ხდება NCAA-ის საუკეთესო მძიმე ფორვარდი და არის შანსი, რომ წლეულს ეს პრესტიჟული ტიტული ქართველმა კალათბურთელმა მოიპოვოს.
მამუკელაშვილთან ერთად ხსენებულ კატეგორიაში პრიზის მოგების კანდიდატები არიან: აამირ სმითი, მეტიუ ჰერტი, დრუ ტიმი, ტრეის ჯეკსონ-დევისი, ტრენდონ უოტფორდი, ტრე მიტჩელი, ოსკარ და სილვა, გრეგ ბრაუნი და ჯერემია რობსონ-ერლი.
თებერვლის ბოლოს ამ ათი კანდიდატიდან ხუთი ფანების ხმების საფუძველზე გაიცხრილება, გამარჯვებული კი 9 აპრილს გამოცხადდება (აქ გადამწყვეტი კოლეჯთა ლიგის დიდების დარბაზის კომიტეტის გადაწყვეტილებაა). იმავე დღეს გამოცხადდება, სეზონის სიმბოლურის დანარჩენი 4 წევრიც. 29 იანვრიდან ფანებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ. ავხსნით, როგორ შეიძლება ეს.
როგორ მივცეთ ხმა
1. შედიხართ hoophallawards.com-ზე და ირჩევთ თითოეულ კატეგორიაში თითო მოთამაშეს (გამთამაშებელი, მსროლელი, მსუბუქი ფორვარდი, მძიმე ფორვარდი, ცენტრი).
2. ბოლოს წერთ მეილს, რომელზეც მოგივათ თქვენი არჩევანი.
3. მხოლოდ მეილზე მოსვლის და თქვენი კონფირმაციის (აკლიკავთ ლინკს) ითვლება თქვენი ხმა.
შენიშვნა: შესაძლოა, მეილი დაუყოვნებლივ არ მოვიდეს.
შეზღუდვა: დღეში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ხმის მიცემა.
თებერვლის ბოლოს 10-10 კანდიდატიდან რჩება მხოლოდ 5-5, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა ექნებათ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი სპეციალური კომიტეტი იღებს.
სანდრო მამუკელაშვილს უახლოესი თამაში ერთ-ერთ ფავორიტ ვილანოვასთან აქვს.
***
მანამდე კი, გეტყვით, რომ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა. ქართველი ლეგიონერის გუნდი ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა Big East-ისა და სრულიად NCAA-ის ფავორიტ "ვილანოვას" და კვლავ წააგო. თუკი წინა მატჩში სეტონჰოლელი მეკობრეები 2 ქულით დამარცხდნენ, ამჯერად 8 ქულა დათმეს - 72:80.
ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და გუნდს 12 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მოუტანა. სეტონ ჰოლის რიგებში 12-12 ქულა ჰქონდათ მაილს კეილსა და ჯარედ როდენსაც. ვილანოვას რიგებში 23 ქულით საუკეთესო იყო ჯერემაია რობინსონ-ირლი, ვინც სანდროს კონკურენტია საუკეთესო ფორვარდისთვის განკუთვნილ კარლ მელოუნის სახელობის პრიზის მოსაპოვებელ ბრძოლაში.
სეტონ ჰოლს 9-8 ბალანსი აქვს, ბილანოვას კი - 11-1 და კონფერენციაში პირველ ადგილზეა. 4 თებერვალს (04:00 თბილისის დროით) სეტონ ჰოლი პროვიდენსს ესტუმრება.





ჩვენ








