პარასპორტსმენებმა და სპორტის მინისტრმა 2017 წლის სეზონი შეაჯამეს
პარასპორტსმენებმა და სპორტის მინისტრმა 2017 წლის სეზონი შეაჯამეს
20.11.2017
ავტორი:

2018 წლის დასაწყისში, ქართველი პარალიმპიელების დებიუტი შედგება ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც კორეაში გაიმართება. პარაოლიმპიურ თამაშებში, 2 ქართველი სპორტსმენი პირველად იასპარეზებს. 2017 წელს კი, ქართველი პარასპორტსმენები, რამდენიმე სახეობაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე,  წარმატებით გამოვიდნენ. სულ ბოლოს, წარმატება, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.

2017 წელს ქართველმა პარასპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ფრენბურთისა და უსინათლოთა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატებზეც. პარაფრენბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული, წარმატებას მიაღწიეს კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულ „ძლიერთა თამაშები 2017"-ში (Invictus Games). ისინი, ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

სწორედ, ამ საკითხებზე ისაუბრეს დღეს, თბილისში, პარასპორტის განვითარების ცენტრში, სხვადასხვა სპორტის სახებაში საქართველოს პარალიმპიური სპორტის წარმომადგენლებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებმა, სპორტის მინისტრთან შეხვედრის დროს. შეხვედრას პირველი ქართველი პარალიმპიელი, პეკინის 2008 წლის პარალიმპიური თამაშების მონაწილე იაგო გორგოძე, მსოფლიოს ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი, ასევე სპორტის 10-მდე სახეობის პარასპორტსმენები - მოფარიკავეები, ძიუდოისტები, მშვილდოსნები, ფეხბურთელები, ჩოგბურთელები, მოცურავეები, ფრენბურთელები, კალათბურთელები და ძალოსნები ესწრებოდნენ მწვრთნელებთან და ფედერაციების წარმომადგნლებთან ერთად. შეხვედრაზე ტარიელ ხეჩიკაშვილმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სპორტული სეზონი და ქართველი პარასპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები შეაჯამა.

დღემდე, სამინისტროს მხარდაჭერით, პარალიმპიური კომიტეტის დაფინანსება წლიდან წლამდე გაიზარდა, რაც მიღწეულ შედეგებზეც აისახა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სათამაშო სახეობებში. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რიო დე ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურის მიერ მოპოვებული ოქროს მედლი,  2017 წელს კი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონიობა,საქართველოს პარალიმპიური სპორტის ისტორიაში, ყველაზე დიდი მიღწევებია. თუმცა, ქართველ სპორტსმენებს აქვთ, რესურსი, რომ ეს შედეგები გაუმჯობესდეს.