
კალათბურთში, საქართველოს თასის გათამაშებაზე, მხოლოდ ერთ მეოთხედფინალისტის ვინაობაა გასარკვევი. კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით, ამ ეტაპზე უცნობია, „რუსთავისა" და „მეგას" დაპირისპირების თარიღი, რომელიც კოვიდ-რეგულაციების მიზეზით გადაიდო. ამ წყვილში გამარჯვებული კი, „კაკტუსს" შეხვდება. აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „რუსთავისა" და „მეგას" პირველი შეხვედრა, რუსთაველებმა 11 ქულით მოიგეს.
დღეს, კი, ქუთაისის სპორტის სასახლეში, „ქუთაისმა", „კავკასიას" მეორე მატჩიც მოუგო. ამჯერად, 94-68 და ახლა, ¼ ფინალში, თბილისის „დინამოს" დაუპირისპირდება.
დღევანდელ 1/8 ფინალში, „ქუთაისმა" შეიძლება ითქვას, მარტივ გამარჯვებას მიაღწია, რადგან პირველი სამი პერიოდი, დამაჯერებლად 15-10, 20-14, 31-15 მოიგო და კოტე ტუღუშმაც, გუნდს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ამ გარემოებით კი, „კავკასიამ" ისარგებლა და ბოლო მეოთხედში, იმერულ გუნდს „ომი" გაუჩაღა, რომელიც 1 ქულით, 28-29 მოიგო კიდეც, თუმცა, მიმდინარე თასის გათამაშებას გამოეთიშა.
ქუთაისელთაგან, ყველაზე შედეგიანი ჟოელ ალმეიდა იყო, რომელმაც გუნდს 20 ქულა შესძინა. თუმცა, ის ამ შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი არ იყო, რადგან ყველაზე მეტი 25 ქულა, „კავკასიის" 0-მა ნომერმა დევონ კოლიმ დააგროვა.
ამრიგად, დღევანდელი დღის შემდეგ, საქართველოს თასის გათამაშების ¼ ფინალში, რომელშიც, ამ ეტაპის მსგავსად გამარჯვებულები ორი შეხვედრის ჯამში გამოვლინდებიან, გინდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„ტიტები"-„ცხუმ-აფხაზეთი"
„დინამო" - „ქუთაისი"
„ოლიმპი" - თსუ
„რუსთავი"/"მეგა" - „კაკტუსი"
ფოტო: დიმიტრი კაციტაძე / საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი"





ჩვენ








