
ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვლავ შესაძლებელი ხდება ღამის განათებაზე საფეხბურთო მატჩების ჩატარება. სტადიონის ადმინისტრაციამ, დღეს საღამოს მ. მესხის სტადიონზე დამონტაჟებული ახალი განათება საცდელ რეჟიმში ჩართო. სტადიონის შიდა განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები, თითქმის ერთ წელს გრძელდებოდა. ამის გამო, ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ საღამოს საათებში დანიშნული თამაშები, მათ შორის ეროვნული ლიგის, უეფა-ს ევრო-თასებისა და ქალთა საერთაშორისო მატჩებიც მ. მესხის სათადარიგო მოედანზე იმართებოდა.
რეაბილიტაციის შემდეგ, მ. მესხმის მთავარ არენაზე დამონტაჟებული, 1800 ლუქსის სიმძლავრის განათება, სრულიად საკმარისია უეფა-სა და ფიფა-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს და საერთაშორისო თამაშების ჩატარებასაც კვლავ შესაძლებლად ხდის.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონის შიდა განათება 1500 ლუქსია. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის შიდა განათება, რომელიც უეფა-ს 17-წლადე ევროპის ჩემპიონატისთვის დამზადდა 1400 ლუქსია. რაც შეეხება, „დინამო არენას", რომელსაც უეფა-ს სუპერ თასის 2015 წლის მატჩისთვის ჩაუტარდა რეაბილიტაცია და არსებული შიდა განათება გაძლიერდა, დღეისათვის, სათამაშო რეჟიმი (საერთაშორისო ტელე ტრანსლირება - კლასი IV) - 1800 ლუქსს (V*), ხოლო სათამაშო რეჟიმი (საერთაშორისო HD ტრანსლირება - კლასი Final) - 2400 ლუქსს (V*)შეადგენს.
მამუკა კვარაცხელიას ფოტოები





ჩვენ








