სუპერთასი თბილისში, მიხეილ მესხზე ჩატარდება
სუპერთასი თბილისში, მიხეილ მესხზე ჩატარდება
03.02.2021
ავტორი: თ.ჯ.

ახალი საფეხბურთო სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი საქართველოში, კვლავ, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს სუპერთასის შეხვედრის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ, ოფიციალური გადაწყვეტილება გამოაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ 2021 წლის სუპერ თასის არა გორში, როგორც ამას ქართული მედიის ერთი ნაწილი აანონსებდა, არამედ თბილისში ჩატარდება.


ისევე, როგორც გასულ სეზონზე, საქართველოს სუპერთასი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მხოლოდ, არა სათადარიგოზე, არამედ, მთავარ მოედანზე ჩატარდება, სადაც ღამის განათების მონტაჟი დასრულდა და ერთწლიანი შესვენების შემდეგ, გვიან საათებში, მატჩების გამართვის საშუალება კვლავ არის.


ისევე, როგორც გასულ სეზონზე, ამ მატჩის ერთ-ერთ მონაწილე კვლავ, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" იქნება, რომელმაც 2020 წლის სეზონზე, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მე-18-ედ მოიგო. მისი მეტოქე კი, ამჯერად ქვეყნის დავით ყიფიანის საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა" იქნება.


„დინამო თბილისისა" და „გაგრას" დაპირისპირება 21 თებერვალს, 18:00 საათზე დაიწყება და მასზე, როგორც უკვე გითხარით, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული რეგულაციების გამო, გულშემატკივარი არ დაიშვება.