
თებერვლის მეორე ნახევარში, თბილისი, საკალათბურთო „ბაბლს" უმასპინძლებს. ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ე.წ. ბოლო ფანჯარაში, რომელშიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, სერბეთისა და ფინეთის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, მატჩები 19 და 21 თებერვალს გაიმართება.
კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების შესაბამისად, მოგეხსენებათ, რომ გუნდებმა, ერთი „ბაბლში", რომელიც ფინეთში ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა გამართეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის გუნდს, როგორც ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება უკვე აქვს მოპოვებული, ყველა თამაში მოიგეს. ახლა, ზუროსის გუნდი, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია ქულების მაქსიმუმით.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ბაბლის" სისტემით, ოთხივე ეროვნული ნაკრები: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია, ამჯერად, თბილისში შეიკრიბება. გუნდები, ერთ სასტუმროში იცხოვრებს და გარეთ გასვლა აეკრძალებათ. „ბაბლის" მონაწილენი, სასტუმროს, მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის დატოვებენ და უშუალოდ სათამაშო მოედნის გარდა, ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ.
შესაბამისად, COVID-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით მოუწევთ მუშაობა ჟურნალისტებსაც. FIBA-ს რეგულაციების შესაბამისად, თბილისის სპორტის სასახლე ზონებად დაიყოფა და ამ ზონების მიხედვით იმუშავებენ, მწერალი და ფოტო ჟურნალისტები. მედიას არ ექნება უშუალო წვდომა გუნდებთან, არც სასტუმროში და არც დარბაზში. „ბაბლის" მასპინძელი ქვეყნის მაუწყებლის, საქართველოს პირველი არხის გარდა, სხვა მედიის წარმომადგენლები ვერ გადაიღებენ თამაშის ვიდეო-კადრებს და ვერ იმუშავებენ, შერეულ („მიქს") ზონასა და მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე. არატრადიციული ფირმით ჩატარდება მატჩისწინა და მატჩს შემდგომი პრეს-კონფერენციები და მათში მონაწილეობა მედიის წარმომადგენლებს, სპეციალური ონლაინ-პლატფორმის დახმარებით შეეძლებათ.
ამავე რეგულაციების შესაბამისად, დღევანდელი ვითარების მიხედვით, მატჩებს ვერ დაესწრება ვერც გულშემატკივარი.
თბილისური „ბაბლის" განრიგი:
19 თებერვალი
16:00 ფინეთი - შვეიცარია
19:00 საქართველო - სერბეთი
21 თებერვალი
16:00 სერბეთი - შვეიცარია
19:00 საქართველო - ფინეთი
სატურნირო მდგომარეობა





ჩვენ








