
„მოლტენი", კვლავ უეფა-ს ევროპა ლიგის ოფიციალური ბურთია. ამის შესახებ ინფორმაცია, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მედია პორტალმა 4 თებერვალს გამოაცხადა. უეფა-მ და იაპონურმა მწარმოებელმა „მოლტენ ქორფორეიშენმა" უკვე არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება განაახლეს და ის, სამი წლით გაახანგრძლივეს.
ეს კი ნიშნავს, რომ უახლოესი სამი წლის მანძილზე უეფა-ს ევროპა ლიგას და ახალ ტურნირის, კონფერენს ლიგას, სწორედ, ამ ბურთით ითამაშებენ. უეფა-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით „მოლტენის" ბურთით ითამაშებენ, ორივე ტურნირის ჯგუფურ ეტაპებზე.
„მოლტენი არის გამოცდილი მომწოდებელი, რომელიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა და ეს გარემოება გახდება უეფა-ს ევროპა ლიგის და უეფა-ს კონფერენს ლიგის 2021-2024 წლების სეზონების წარმატების საწინდარი", - აღნიშნა, უეფა-ს მარკეტინგის დირექტორმა.
თავის მხრივ, „მოლტენი", რომელმაც უეფა-ს ევროპა ლიგასთან თანამშრომლობა 2018-19 წლების სეზონზე დაიწყო და გათამაშებას მაღალხარისხიანი პროდუქტი შესთავაზა, პირობას დებს, რომ კვლავ იზრუნებს წარმოებაში ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რაც საბოლოოდ ფეხბურთის განვითარებასა და ხარისხზე აისახება.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ 2021-2022 წლების საფეხბურთო სეზონზე, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე, სამი ქართული კლუბი ბათუმის „დინამო", გორის „დილა" და „გაგრა" მონაწილეობენ. შესაბამისად, „მოლტენის" ბურთებით, უპირველესად სწორედ, ამ გუნდებს მოუწევთ თამაში, იმ შემთხვევაში თუ, ისინი ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხეს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ევროპა ლიგის ან კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმაც, „დინამო თბილისმაც", სწორედ „მოლტენი" ბურთით ითამაშოს, რომელიც ევროტურნირებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს.
იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს, ეროვნული ლიგაში მოასპარეზე კლუბები დაახლოებით იმ ხანიდან, როდესაც უეფა-სა და „მოლტენის" ურთიერთობა დაიწყო, 2018 წლიდან, „სელექტის" ბურთებით თამაშობენ. ამავე ბურთებით, ასპარეზობდნენ ქართული კლუბები ევროტურნირების შესარჩევი ციკლის საშინაო თამაშებში. თუმცა, TSFF.GE-სთვის ცნობილი ხდება, რომ ახალ სეზონს ქვეყნის მთავარი ჩემპიონატის მონაწილე გუნდები „პუმას" ბურთით ითამაშებენ.
ფოტო/ credit ©UEFA





ჩვენ








