ჩოგბურთის ფედერაციაში დღეს, საანგარიშო ყრილობა გაიმართა
ჩოგბურთის ფედერაციაში დღეს, საანგარიშო ყრილობა გაიმართა
05.02.2021
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, ხვიჩა მაქაცარია უხელმძღვანელებს. ჩოგბურთის ფედერაციაში საანგარიშო ყრილობა დღეს გაიმართა. ფედერაციის ინფორმაციით, 32 დელეგატიდან, რომელიც დღევანდელ ფორუმზე იყო მოწვეული, ადგილზე მხოლოდ 22 დელეგატი გამოცხადდა. მათ შორის, ხმის უფლებით, მხოლოდ, 19 დელეგატი სარგებლობდა.


ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველმა  ორი იყო. ხვიჩა მაქაცარიას გარდა, ფედერაციის ხელმძღვანელობის სურვილი მირიან ანდრიაძემაც გამოთქვა. თუმცა, უშუალოდ  კენჭისყრის დაწყებამდე, ანდრიაძემ, კანდიდატურა ხვიჩა მაქაცარიას სასარგებლოდ მოხსნა.


დღესვე, ყრილობამ  ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდრე მეტრეველი , ხოლო გენერალური მდივანის თანამდებობაზე,  ზურაბ ქაცარავას კანდიდატურებსაც უყარა კენჭი. დღესვე დამტკიცდა, გამგეობის შემადგენლობა, რომელიც ხვიჩა მაქაცარიამ წარადგინა ყრილობის წინაშე. გამგეობის თავმჯდომარედ კი, ალექსანდრე მეტრეველი აირჩიეს.



ფოტო: თბილისის მერიის