
შიო ხეცურიანის საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია, ოფიციალურად გაიმართა. ღონისძიებას, სხვადასხვა სპორტული სფეროს წარმომადგენლებთნ ერთად, ბუნებრივია, საკალათბურთო ოჯახის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შიო ხეცურიანის პროგრამის პრეზენტაციის ერთ-ერთი სტუმარი, ვიქტორ სანიკიძეც იყო, რომელიც აქტიური კალათბურთიდან წასვლის შემდეგ, ამ სფეროში დარჩენას და ქართული კალათბურთის საკეთილღდეოდ მუშაობას გეგმავს.
"შიომ, თვითონაც აღნიშნა, რომ ძალიან რთული იქნება ამ 10 წელიწადში ყველა გეგმის განხორციელება. ვისაც კალათბურთი გვიყვარს, ყველას გული შეგვტკივა დღევანდელ სიტუაციაზე. სირთულეები რომ იქნება, თავადაც იცის. იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვა, დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად ეცდება განახორციელოს ყველა დაპირება", - ამბობს ვიქტორ სანიკიძე.
ისევე, როგორც ყველა ფედერაციისთვის, კალათბურთის ფედერაციისთვისაც ახლაც და მომავალშიც, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი, ეროვნულ ნაკრებს უჭირავს. ბუნებრივია, „ეარ ჯორჯიასთან" საუბრისას, ვერც ამ თემას ავუვლიდით გვერდს, მითუმეტეს, რომ დღეს დილით საქართვლოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიაში ჩაფრინდა, სადაც 24 ნოემბერს მსოფსასტუმრო „რედისონში" დღეს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლიოს 2019 წლის ჩემპოინატის შესარჩევი ჯგუფის პირველ შეხვედრას ჩაატარებს.
„ეროვნული ნაკრები ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ისევე, როგორც მწვრთნელი. გუნდს ტრავმის გამო ცინცაძე, სანაძე და ბურჯანაძე გამოაკლდნენ. ეს დიდი ძალაა ნაკრებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის, თუმცა რეალურად რომ შევაფასოთ, ეს ძალიან რთული იქნება. დიდი შანსები ნამდვილად არ გვაქვს, რომ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა იმედი გვაქვს, რომ უკვე თებერვლის მატჩებში შერმადინს და შენგელიას თამაში შეეძლებათ და შესაძლებელი გახდება ბრძოლა. იმ შემთხვევაში თუ პირველ წრეში ვერ მოვახერხებთ სასურველი შედეგის მიღწევას, მეორე წრის თამაშებს უკვე თბილისში ვატარებთ და ეს უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს ვიქტორ სანიკიძემ.





ჩვენ








