ერთი წლით ადრე პეკინი 2022-მდე
ერთი წლით ადრე პეკინი 2022-მდე
06.02.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა (IOC) თომას ბახმა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვიდეომიმართვით ოფიციალურად მიიწვია რვა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და მათი სპორტსმენები.


პეკინი-2022-ის დაწყებამდე ერთი წლით ადრე მოსაწვევები მიიღეს საბერძნეთმა, როგორც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელმა, ტოკიო-2020-ის მასპინძელმა იაპონიამ, პარიზი-2024-ის მასპინძელმა საფრანგეთმა, მილანი და კორტინა დ'ამპეცოს 2026 წლის ზამთრის თამაშების მასპინძელმა იტალიამ, ლოს ანჯელესი-2028-ის მასპინძელმა აშშ-მ, ასევე ავსტრალიის და ნიგერიის ეროვნულმა

ოლიმპიურმა კომიტეტებმა, რომლებმაც წინა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, შესაბამისად, ოკეანიიდან და აფრიკიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციები გაგზავნეს.


შემდგომ IOC-მა ოფიციალური  მოწვევა გაუგზავნა სხვა წევრ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, მათ შორის - სეოკ-ს.


პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს  2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.