
საფეხბურთო კლუბი „ლოკომოტივი" დღეს, ესპანეთში ჩავიდა და ახალი საფეხბურთო სეზონისთვის, მორიგი მოსამზადებელ ეტაპზე პირველადაც ივარჯიშა. „ლოკომოტივთან" ერთად ესპანურ შეკრებაზეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშიაც.
„ლოკომოტივ"ს თბილისშივე შევუერთდი და უკვე ერთი კვირაა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ქართულ ფეხბურთში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და კლუბის ხელმძღვანელებს ვთხოვე, თუ საშუალება იყო, დავმატებოდი და ფორმის აღსადგენად მევარჯიშა. მოგეხსენებათ, ევროპულ ჩემპიონატებში უკვე მეორე წრე დაიწყო და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარჯიშის დაწყება.
„ლოკომოტივში" გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას და მწვრთნელისა და მენეჯმენტის თანხმობის შემდეგ, გუნდს შევუერთდი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან გვესიამოვნა ერთად მუშაობა და რადგან ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, გადაწყდა, რომ გუნდს ესპანურ შეკრებაზეც გამოვყვებოდი.
ეს ჩემთვის საინტერესო პროცესია. „ლოკომოტივი" ძალიან კარგი გუნდია, მშვენიერი გარემო და პირობებია და ვარჯიშებით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გუნდის მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს.
პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე გუნდთან და მათ შორის, შემიძლია თბილისის „ლოკომოტივიც" დავასახელო. ჯერჯერობით, სულ ესაა. ვნახოთ, რა იქნება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. დღეს ლოკომოტივში ვარ და ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა", - ამბობს გურამ კაშია, „ლოკომოტივის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

რაც შეეხევა თბილისურ კლუბს, ის დღეს, 6 თებერვალს, ესპანეთში, ანდალუზიის რეგიონში გაემგზავრა. „ლოკო", ქალაქ მარბელაში ორკვირიან შეკრებას გაივლის და ოთხ სპარინგ მატჩსაც გამართავს და თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდება.
8 თებერვალი - ლოკომოტივი Vs როსტოვი (რუსეთი)
11 თებერვალი - ლოკომოტივი Vs კრასნოდარი (რუსეთი)
14 თებერვალი - ლოკომოტივი Vs ლოკომოტივი მოსკოვი (რუსეთი)
17 ან 18 თებერვალი - მალაგა Vs ლოკომოტივი
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში გამგზავრებამდე, „ლოკომოტივმა" თბილისური შეკრების ფარგლებში, ასევე ოთხი ტესტ-მატჩი გამართა. მათ შორის, პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით 8-0 დაამარცხა „გარეჯი". ამის შემდეგ, „ლოკომ", ფრედ, 1-1 ითამაშა „საბურთალოსთან" და ორ მატჩში დამარცხდა, ბათუმის „დინამოსთან" 1-2 და „გაგრასთან" 3-0.
"ლოკომოტივის" ფოტოები





ჩვენ








