
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წარმომადგენლები, სისტემატურად აგრძელებენ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად ქართველ სპორტსმენთა მზადების პროცესს. თებერვლის დასაწყისში, ასოციაციის პრეზიდენტმა და ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ზურაბ კახაბრიშვილმა, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაცია მოინახულა, სადაც ჩვენი ათლეტები ემზადებიან.

საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა დუშეთში, სადაც მომავალი ტურნირებისთვის მოსამზადებელ ეტაპს, ერთდროულად ძალოსანთა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები გადიან. საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ, მოჭიდავეთა და ძიუდოისტთა ნაკრებებს, ძალოსნური სავარჯიშო იარაღების კომპლექტი გადასცა, რაც სპორტსმენებს ფიზიკურ მომზადებაში დაეხმარება.

ძალოსანთან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე თვლის, რომ მათი ფედერაციის მხრიდან, მსგავსი ჟესტი არის იმის დასტური, რომ ქართველი ოლიმპიელები ერთმანეთის გვერდით დგანან და წარმატების მიღწევაშიც ეხმარებიან ერთმანეთს.
დუშეთშივე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მორიგი საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ და მეორე ვარჯიშის დაწყებამდე, ზურაბ კახაბრიშვილმა, მოჭიდავეებთან ერთად ფეხბურთიც კი, ითამაშა და როგორც სპორტული მედიცინის ასოციაციის სოციალური ქსელი იტყობინება, ქვეყნის მთავარმა სპორტულმა ექიმმა თავი გოლიც კი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თვის ბოლოს კიევში მიემგზავრება, სადაც ნაჩვენები შედეგებით, ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე შემადგენლობა დაკომპლექტდება.
მოსამზადებელ ეტაპს ბაკურიანში გადიან, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდის წევრები, რომელთა სწორად მომზადებაზე, სპორტული ექიმები, თემო მგელაძე და ვაჟა ომარაშვილი ზრუნავენ.
![]() |
![]() |
ფოტოები: საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია





ჩვენ










