
რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის რამდენჯერმე გადადებული მატჩი გაიმართა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დასკვნით ტურში, რომელსაც რეალურად უკვე აღარანაირად შეეძლო საერთო შედეგებზე გავლენის მოხდენა, რუსეთის ნაკრები 16-7 დაამარცხა და გათამაშების გამარჯვებული ოფიციალურად გახდა.
აღსანიშნავია, რომ კორონა ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, დღევანდელ შეხვედრას ვერ ესწრებოდნენ გულშემატკივრები. რაც შეეხება ჩვენს მორაგბეებს, მოგეხსენებათ, რომ „ბორჯღალოსნებმა" 2020 წლის გათამაშებაში ხუთივე მატჩი მოიგეს.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი, მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021-2022 წლების გათამაშებაში, საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
(განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)





ჩვენ








